თაია


 

(ნაწილი პირველი )

თოვს…თბილისის ქუჩები,ხეები,შენობები თეთრად შემოსილა…ის მიდიოდა და ირგვლივ ათვალიერებდა სახეშეცვლილ ქალაქს…მშობლიურს და დედასავით თბილს…სახელიც როგორ შესაფერისი აქვს დედაქალაქი..დედაქალაქი!…ძალიან ლამაზი იყო თბილისი…მის კალთებზე გაზრდილი თაიაც ულამაზესი იყო…გამვლელ–გამომვლელთა მზერა სახეს უწვავდა…ბევრს უყვარდა …ძირითადად ბიჭებს!…გრძელი, სწორი თმა ჰაეროვნად სრიალა…გრძელი წამწამები, შავი მრგვალი თვალების მოდარაჯე ….სწორი ნაკვთები და დედოფლის შესაფერი აშოლტილი სხეული გულგრილს ვერავის დატოვებდა…განა მოსწონდა მას სხვისი მზერა,ზოგი აღფრთოვანებული ზოგი კი შურიანი, რომ უცქერდა? მას არ აინტერესებდა ის ხალხი,რომლებიც მას როგორც ლამაზ ფიტულს ისე ,რომ აღიქვამდა…ბრაზობდა თავის თავზე,შესახედეობა თავის შინაგან სამყაროს ეღობებოდა,მას ფარავდა და გარედან მომზირალ ადამიანს არ აძლევდა საშუალებას უფრო ღრმად ჩაეხედა მის შიგნით.
არადა როგორ სურდა ეპოვა ვიღაც თუნდაც გარეგნულად ულამაზო..ვიღაც თანამედროვე კვაზიმოდო ან ჟოფრეი დე პეირაკი…სულით მდიდარი და უნაკლო.
Tumblr_lr7a5xlrfs1qb549wo1_500_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

–თაია როგორ ხარ?–ჰკითხა მაღალმა მომღიმარმა ბიჭმა ცარიელ აუდიტორიაში მარტოდ მჯდომ გოგონას და სკამი გამოსწია დასაჯდომად.

–….კარგად ზურა!–იყო პასუხი,ისე რომ თავი არც კი შერხეულა.გოგონა კითხვას განაგრძობდა.

X_b3fd5c2d_large

“ვოინიჩი– კრაზანა” წაიკითხა ჩუმად წიგნის სათაური ბიჭმა.”ნეტა რა წერია ჩემზე საინტერესო ამ წიგნში? ისე, ეს გოგო სულ უცნაურობით გამოირჩეოდა….ჩემს მტერს ასეთი ჭკვიანი ცოლი,სულ რომ კითხულობს და კითხულობს!…თუმცა,რა ცოლი ? ხო არ ავრეკე ეეეეეე? …თფუი, რა აზრები მომდის რა?! “–ამ ფიქრებში იყო ზურა ,როცა უკნიდან ვიღაცის ხმა გაიგონა.

–ზუკ,აქ რას აკეთებ,სიხარულო არ მოდიხარ?–ანანო იყო მისი ჯგუფელი.

–ხო, მაცა.–ზუკამ თაიას გადახედა,ბავშვივით რომ უღიმოდა წიგნის ფურცლებს.რა ლამაზი იყო თაია,როგორ უნდოდა ზურას ისიც ანანოსნაირი მიამიტი,სულელი,მეტიჩარა,დამყოლი და ადვილად დასაკერი ყოფილიყო.ბევრი
წვალებაც არ დასჭირდებოდ,თავისას გაისწორებდა და ისე გადააგდებდა,როგორც სხვებს.

თაია წამოდგა.ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ ისე გაემართა თითქოს ოთახში ზურა და ანანო არც კი ყოფილიყო.

ისინი ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ.თაია ჟურნალისტიკურზე იყო.ზურა ფსიქოლოგიურზე.ფილოსოფიის ლექცია აერთიანებდა მათ.ზურამ სწავლის დაწყებისთანავე დაიწყო გოგოების შებმა.სურდა გამოეცადა თავისი შესაძლებლობები.აინტერესებდა ,რამდენად გაუძლებდნენ გოგონები მის მამაკაცურ შარმს.მომავალი ფსიქოლოგი კარგად ფლობდა შებმის ხელოვნებას. ისე მიჰყავდა საუბარი,რომ მსხვერპლი ზურაში თავის დაკარგულ “მეს” ხედავდა,მათ შეხვედრას კი განგების საჩუქრად მიიჩნევდა.გოგონები ებმებოდნენ მახეში და ზურასაც თავი იმ ბედუინად მიაჩნდა სახლში ჰარამხანა,რომ აქვს და ცოლის ძებნას კვლავ რომ აგრძელებს.
თაია თავიდანვე შენიშნა ,თუმცა აისბერგივით სიცივე ვერ გაალღო თავისმა მრავლისმთქმელმა წიგნიდან ამოზეპირებულმა ფრაზებმა.გოგონა უმალ ხვდებოდა ვისი სიტყვების ციტირებას ახდენდა ზურა….

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ზურა უნივერსიტეტიდან დაზაფრული დაბრუნდა.რაღაც გაიბზარა მის სულში, უფრო სწორად მის სიამაყეში.ეხლა გაეგო “ფეხებზე დამიკიდეს” სიტყვის მნიშვნელობა.თუმცაღა,თაიას მისთვის ცუდი მართლა არაფერი ეთქვა,მაგრამ საქმეც მაგაში იყო ,რომ გოგონა მას არაფერს ეუბნებოდა და არც არასდროს ეტყოდა თუ კი ზურა რაღაცას არ მოიმოქმედებდა.
შვილის სახეცვლილება დედამ უმალ შენიშნა.ქალბატონი მარინეს ცნობისმოყვარეობა უმალ დააკმაყოფილა ზურას სიტყვებმა: – გამოცდებისთვის ვემზადები დე, და ხასიათზეც იმიტომ ვერ ვარო .
ზურას გეგმა უნდა შეემუშავებინა.გვერდზე გადაედო ლოზუნგი : “ქალს არასდროს არ გაეკიდო,რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა”.ეხლა სხვა ტაქტიკით უნდა ემოქმედედა.როგორ ამბობდა მისი ფსიქოლოგიის ლექტორი? თუ გინდა ადამიანს გაუგო,მისი ფეხსაცმლები უნდა ჩაიცვა და სიარულის მანერაც კი მისნაირი უნდა გქონდესო.რამდენი დასცინეს მაშინ სტუდენტებმა მოხუც ლექტორს.ეხლაც,გაეცინა ზურას.წარმოიდგინა თაიას სახლის კართან თავისი თავი,კარი იღება და თაიას უმშვენიერეს დედას ზურა ქალიშვილის კედს სთხოვს დიდი პატივისცემით .გაკვირვებული ქალი კი ,ახალგაზრდას მოუწოდებს რომ მეტი აღარ მოსწიოს ,რადგან ნარკოტიკი ტვინის უჯრედებს აშრობს.
ზურა ფიქრებიდან გამოერკვა კომპიუტერს მიუჯდა და სოციალურ ქსელში თაიას გვერდი გახსნა და კომენტარების კითხვა დაიწყო.ყველა ფოტოზე ერთიდაიგივე შინაარსის კომენტარი იყო.დამპოსტველები ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ.ზურას გაეცინა.ბიჭები copy paste-ივით იმეორებდნენ შინაარს:ჩემო ღვთაება,ჩემო თვალხატულა,ჩემო გულის ვარდო …..ფუჰ,რა ბაანალური აზრებია–გაიფიქრა ზურამ.მიწერას აზრი არ ქონდა ,თაია პასუხს არ გასცემდა ან ზრდილობისთვის ცივად უპასუხებდა .ზურას გაახსენდა ის წიგნი ,თაია რომ ჩაჰკირკიტებდა დღეს.ახალმა აზრმა ტვინი გაუნათა.მას რიტორიკული შეკითხვით უნდა დაეწყო თაიასთან დიალოგი.ისეთი რომელზეც მსჯელობა გოგონასაც დააინტერსებდა.ოღონდ ჯერ ეს “კრაზანა” უნდა წაეკითხა.რა სახელია ჯერ და შინაარსი ხო საერთოდ რა იქნება,მწერების საწინააღმდეგო კრემიც ხომ არ მოჰყვება ნეტა ამ წიგნს?–ხუმრობდა ზურა.
მარინეს გასძახა ესეთი და ესეთი წიგნი თუ გაქვსო?შვილის ბეჯითობით გახარებულმა დედამ იმ წამსვე მოარბენინა წიგნი და თან ცხელი ხსნადი ყავაც მოუტონა ორცხობილებით,ზურას რომ უყვარდა ისე.
ზურა შავ რბილ ტყავის სავარძელში ჩაეშვა და წიგნის კითხვა დაიწყო:
” პიზის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში არტური ხელნაწერ ქადაგებათა გროვას ათვალიერებდა.ივნისი ცხელი დღე იყო…..”

Tumblr_lpgdd7hfys1qks2mwo1_500_large
https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ღამის 3 საათი სრულდებოდა…ზურამ წიგნი გადადო…მობულირი ჩართო…ძვირიანი აპარატის ეკრანი განათდა და ერთი მეორის მიყოლებით გამოტოვებული ზარები შემმოცვივდა.რეკავდა ვინმე ლენკა,სოფკა,ხაწკა,ანკა,თამკა…და აღარც გააგრძელა კითხვა.გოგონების სახელებიც კი აღიზიანებდა.თან ეს კა,კო,წკა და სხვა კნინობითი ფორმები ტვინში ნემსებივით ესობოდა.მიხვდა გადაღლილიყო.წიგნს გადახედა.თითქოს,მისი ფურცლები ეძახდნენ და იზიდავდნენ,როგორ ამბობენ ხოლმე?–ანდამატივით იზიდავსო.ნუ თქვენ როგორც გინდათ ისეთი მიზიდულობა იგულისხმეთ.ერთი კი ცხადი იყო მისთვის,ასეთი ლტოლვა ადრე გოგონების მიმართ ჰქონდა მხოლოდ.არ გეგონოთ ზურას წიგნები არ ჰყვარებოდა.უბრალოდ,ის მხატვრულ ლიტერატურაზე მეტად უპირატესობას სამეცნიეროს ანიჭებდა.ყოველთვის აინტერესებდა ადამიანის ფისიქიკა.იმდენად,რომ ღრმა ძიებამ ფიზიკამდეც მიიყვანა და ნიუტონის ბინომიალური ფორმულის დაყვანაც შეძლო.ეს მის თავდაჯერებულობას ზრდიდა.იცოდა ჟესტების ხელოვნება,რაც მანდილოსნებში უკვე აპრობირებული ჰქონდა.უნდოდა დაბნეული და მორცხვი ბიჭის იერი შეექმნა?ხან წარბს მოიფხანდა,თითებს უწყებდა სრესას.თუ აფორიაქებული იერი სჭირდებოდა,მაშინ როლექსის საათს უყურებდა ყოველ წამს.მიზანიც მიღწეული იყო.გოგონებს ეგონათ ის მანერებითაც კი შესწავლილი ჰყავდათ.ვინ იფიქრებდა,რომ მათ გაიძვერობის განსაკუთრებულ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე.
ყველაფერი საათივით ჰქონდა აწყობილი,როგორც ადრე იტყოდნენ ხოლმე.ეხლა კი ამ გოგონამ ტვინი თავდაყირა დაუყენა.შუჰყვარებოდა? არა,მას შებღალული რეპუტაციის გამობღალვა,აღდგენა სურდა.თან ვისთან? საკუთარ “მესთან” ,რომელიც ასე უყვარდა და აღმერთთებდა კიდეც.
უკვე ბალიშზე ედო თავი,თვალებს ეძინებოდა,ტვინს კი არა.”მგონი ავიჭერი.ტო!–ფიქრობდა ზურა–”ეს წიგნი,მაგრად მომწონს.კარგი გემოვნება ჰქონია თაიას! ჰმ,ეს რა ვთქვი ? უძილობის ბრალია!…მაგას რომ გემოვნება ჰქონდეს მე ხელიდან გასაშვები ვარ ?”
ზურამ კომოდზე შემომჯდარ ფაიფურის თოჯინას გაუღიმა და თვალი ჩაუკრა,თითქოს ძილინებისა უსურვაო და ჩამრთველს ხელი გამოჰკრა.

6004817175_5a404f42ff_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif
–დიდხანს მელოდი,არა?!მერედა მე ხომ სულ შენს გევრდით ვიყავი,სულელო!უბრალოდ უნდა დაგენახე,თვალები ფართოდ გაგეხილა.აწი აღარსად გაგიშვებ!–უთხრა მან და ხელები შემოჰხვია.გოგონა გულში ჩაიკრა.თაიამ იგრძნო რაღაც ნაცნობი,როგორ უყვარდა ეხლა ეს უცნობი.არც კი იცოდა ვინ იყო ,საიდან მოვიდა და სად იყო აქამდე.მთავარია ეხლა ბედნიერი იყო და სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა.როგორ თქვა? აღარსად გაგიშვებო.” ნეტა მართლაც წამი გაჩერდეს და სულ ასე გაგრძელდეს”–ფიქრობდა გოგონა და ცას გაჰყურებდა .. რომელიც წყვილს ზემოდან შეჰხაროდა ,ანგელოზები გამოეგზავნა მათთვის, ზანზალაკებით ხელში რომ ეგებებოდნენ და მათი ჟღარუნის ხმა ყურთასმენას საამოდ ჩაესმოდა…”– თაიას გაეღვიძა.მობილურის მაღვიძარა ჩართულიყო.დინამიკებიდან Celine Dion-ის ხმა ისმოდა სიმღერით My heart will go on.გოგონამ ტელეფონი გათიშა.ძილის შებრუნება სცადა.”სულ ხუთი წუთი რა..”–გაიფიქრა და საბანი გადაიფარა თავზე….ბოლოს მაინს საათის ისრებს დაუწყო ძებნა.რვა სრულდებოდა.ორი საათი კიდევ ჰქონდა ლექციების დაწყებმდე.ძილის დრო აღარ იყო.წამოხტა,საძინებლიდან დერეფანი გაირბინა და საერთო ოთახში ბუხრის წინ მოკალათდა.

Tumblr_lseolil6su1qk8huqo1_500_large

–თაი,მამა,ნუ გიყვარს საღამურით სიარული.ფილტვების ანთებას აიკიდებ.ჩქარა ჩაიცვი––მოესმა უკნიდან თბილი ბარიტონი.

–კაი რა მა….თვრამეტი წელია არაფერი მომსვლია–გახედა ახოვან ,ტანად მამაკაცს და გაუღიმა.იცოდა პატარა ქალმა ,რომ მისი ეშმაკური ღიმილი მამაზე ჯადოსნურად მოქმედებდა.

თაიას აღნაგობა მამის მსგავსი ჰქონდა.სახის ნაკვთები კი დედისგან გამოჰყოლოდა.ირაკლი დევიძე თანამდებობის პირი იყო რაც თავი ახსოვს თაიას.მზე და მთვარე ამოსდიოდა საყვარელ მეუღლესა და ერთადერთ ქალიშვილზე.ლია ჯანაშია ,კოლხი ქალი სიმკაცრით და სილამაზით გამოირჩეოდა.იმ მედეას ჰგავდა არგონავტებმა,რომ მოგვტაცეს ძველ დროში.    თაია ბუხარს მიეფიცხა.ბავშვობიდან გამოჰყვა ეს ჩვევა.უყვარდა ცეცხლის ალიდან წამოსული აურის შეგრძნება.სითბომ სიზმარი გაახსენა.გაუკვირდა,ზმანება იმდენად რეალური ეჩვენა,რომ მის მკლავებს ეხლაც კი გრნობდა,თითქოს წამის წინ ვიღაც მართლაც ყოფილიყო მასთან.

–თაი ,დე…მოდი ჭამე!– გამოძახა ლიამ სამზარეულოდან–…ოღონდ ხალათი მაინც მოიხურე რა!
თაია წამოხტა .სააბაზანოში ფეხშიშველი “გატანტალდა”.მეტლახის სიცივემ ტანში დაუარა და შეაჟრჟოლა.

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

უნივერსიტეტის ეზო სავსე იყო ახალგაზრდობით.ზოგი კონფერენციის დაწყებას უცდიდა,ზოგი ლექციებს,ზოგიც კი უბრალოდ გასართობად მდგარიყო იმ შნობის წინ,რომელიც სრულიად უცხო იყო მათთვის.
თაია კიბეს აჰყვა.მარიკოს ეძებდა. –”შენობაში გელოდები!”–სმს–ით იტყობინებოდა დაქალი.
თაიამ დაინახა მაღალი,გრძელფეხება გოგონა,გრძელი ხვეული თმა მხრებზე რომ გადმოეყარა და ნატიფ თითებს იმ მოდელივით  აქნევდა მის მსოფლიოსკონკურსზე კმაყოფილი,რომ ემშვიდობება აუდიტორიას.

–ქალო.სად ხარ ამდენ ხანს? ლამის შევეზარდე ამ  კედელს–საყვადურებით დაიძრა ხვეულთმიანი გოგონა თაიასკენ.

Tumblr_lsh7dr4tf91r49seco1_500_large

მარიკო დონდუა თაიას ძალიან უყვარდა.ვითომდა ქარაფშუტა გოგონა იმ სიცარიელეს უვსებდა რაც მარტოსულობის დროს ჰქონდა.მარიკო იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა,თავში რაც მოუვათ იმას რომ დაუფიქრებლად ამბობენ.შედეგებზე ნაკლებად ფიქრობენ და ცხოვრებით ტკბებიან.ბევრჯერ სასაცილო სიტუაციაში ჩავარდნილა ამის გამო.რუსულის ლექტორი მომავალ ჟურნალისტებს უხსნიდა : – Не забивайте, что ваш язык иногда ваш враг! მარიკო კი სიცილით პასუხობდა ,რომ ეგ გამოთქმა მაშინ დაიწერა, როდესაც არავინ იცოდა სიტყვა ჟურნალისტის მნიშვნელოდა.21–ე საუკუნის შვილებს კი არ შეჰფეროდათ დენიკინის დროინდელი გამოთქმებით ხელმძღვანელობა.დაილოგი კი იმით მთავრდებოდა,რომ პროფესორი აუდიტორიის დატოვებას სთხოვდა ურჩ სტუდენტს.
გოგონები აუდიტორიისკენ გაემართნენ.
საუბარში გართულებმა ვერც კი შენიშნეს როგორ წამოეწიათ მათ მაღალი სიმპატიური ბიჭი და თაიას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა….

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif
ზურამ თაია და მარიკუნა შორიდანვე შენიშნა .ისე იყვნენ თავიანთი პრობლემებით გართულნი ვერც კი ამჩნევდნენ ირგვლივ გარშემომყოფებს.ამით ისარგებლა,უკნიდან მიეპარა თაიას და წასჩურჩულა ის სიტყვები,რაც “კრაზანას” მთავარმა გმირმა სიკვდილის წინ თავის შეყვარებულს მისწერა:
“ველზე დაფრინავს პეპელა მარდი     და სულ არა აქვს სიკვდილის დარდი!”  –ვა ,ზურა  შეენ? – გულწრფელად გაახა მარი უნივერსიტეტში ყველაზე ლამაზი ბიჭის დანახვამ.
თაია შემობრუნდა და ცხოვრებაში პირვველად გაუღიმა ზურას გულწრფელი გრძნობით.ბიჭმა სახეცვლილება იგრძნო და სიხარულისგან მიწა გამოეცალა ,კედელს მიეყრდნო რომ არ წაქცეულიყო.უცებ გამოერკვა ,არ იყო ეხლა რომანტიზმის ზღვაში ლივ–ლივის დრო ,უნდა ემოქმედა რომ წინ გადადგმული ნაბიჯი უკან სვლად არ დაბრუნებოდა.
–თაი,მე მზად ვარ ისე ვეწამო და მოვკვდე,როგორც არტური იმ შენი წიგნიდან,თუ მეცოდინება,რომ შენ ჩემს მიერ გამოგზავნილ უკანასკნელ წერილს,ისე გულმხურვალედ აკოცებ,როგორც ჯემამ მაშინ პიზაში.–ზურა ცდილობდა რაც შეიძლება დამაჯერებელი ტონით ესაუბრა,გამოეყენებინა მთელი მისი მსახიობური ნიჭი და ბოლომდე ეთამაშა–ვიცი იტყვი,რომ გაიძვერა ვარ ,არარაობა და ალბად ისევე შემამკობ,როგორც ადრე შენს გულში.მაგრამ ღმერთია მოწმე,მე არაფერს არ ვითხოვ შენგან,მხოლოდ მინდა ფეხქვეშ გაგეგო და ჩემს გულზე ადგამდე ფეხს.მე მშურს ,იმ მაწანწალა ძაღლის შენ გუშინ,რომ მოეფერე,რადგან  ის დაუბანელი და ავადმყოფი არსება შენი ყურადღების ღირსი გახდა…სიცოცხლესას მივცემდი ოღონდ მის ადგილზე მე ვყოფილიყავი მაშინ!
მარი გამოშტერებული შეჰყურებდა ამ მწვანეთვალება ბიჭს და ვერ გაეგო რამ იმოქმედა მასზე მისმა ეშხმა თუ ამ აღსარებამ.მის თვალში ზურა რაინდი იყო ,ძველი დროიდან გამოქცეული .გოგონამ დაქალს გადახედა.თაიას ისეთი გამოხედვა ჰქონდა თითქოს მისი თვალები იმ ქვეყნიდან იმზირებიანო….

Tumblr_ls5q50o9ln1r3wbwyo1_500_large

თაია გათიშული შეჰყურებდა ამ სანახაობას და თავის თავს ეკითხებოდა: ჰქონდა კი ამ გარეგნულად უნაკლო ბიჭს ისეთი სული როგორსაც ჩემობდა.თავისი სიზმარი გაახსენდა…როგორ თქვა მაშინ იმ უცნობმა ? მე შენთან ვარ შენ ვერ მამჩნევო ….იქნებ ეს იყო ის ვისაც ეძებდა.
–რა ხდება ახალგაზრდებო?რამ გაგაშტერათ ? ყმაწვილო, რაზე საუბრობ ერთი მეც მითხარი,წარჩინებული სტუდენტებიც კი რომ მოგიცდენია?– თავზე ლექტორი წამოსდგომოდათ .
ბატონმა ვლადიმერმა თვალებით ანიშნა გოგონებს ლექცია დაიწყოო და ზურას მიუბრუნდა.
–ჩემო კარგო,თუ გსურს შეგიძლია დაგვესწრო…გატყობ შენი გული  ჩემს ერთ სტუდენტს გაჰყვა შემთხვევით–ეს თქვა და თვალი ეშმაკურად ჩაუკრა ზურას–ამიტომ, სწორი იქნება ვგონებ, თუ თქვენ ფიზიკურადაც დაგვესწრებით.
–უღრმეს მადლობას მოგხასენებთ პატივცემულო!– თავი დაუკრა ზურამ  და გაეცინა ეს კაცი ისეთივე სულელი იყო როგორც სხვები .მას ზურას მონოლოგიდან რამდენიმე სიტყვა გაეგონო და უკვე რომეოდ მიაჩნდა.
აუდიტორიაში შეაბიჯა და მიმოიხედა.თვალებით თაიას დაუწყო ძებნა.შემდეგ მოშორებით დაჯდა და თაიასკენ აღარც კი გაუხედავს . კარგად იცოდა ზურამ რომ თაიასთან მისვლით ის ყველაფერს გააფუჭებდა.გოგონა უნდა დაეენტერესებინა მისი პიროვნებით .ანკესი გადაგდებული იყო მთავარი იყო მოთმინება და შედეგიც სახეზე იქნებოდა.
თაია მოელოდა ზურა მისკენ დაიძრებოდა,არ გაჰკვირვებია მისი აუდიტორიაში დანახვა ,კარგად ესმოდა გოგონას რომ “ახალი ამბების ჟურნალისტიკის” დიდი სიყვარული არ იყო მიზეზი ბიჭის ლექციაზე ყოფნის.
– დებილია ეეეს? –მარიკომ ზურაზე ანიშნა.–რას შემოეთრა ? და თუ შემოვიდა ნივიჯუს რა პონტში გვირტყამს?     – მარი გაჩუმდი, შახმატის თამაშივითაა ეს ყველაფერი .მან სვლა გააკეთა და ეხლა ჩვენი ჯერია , ჩვენ გველოდება.–კიდევ ბევრს ილაპარაკებდა თაია ,რომ არა მარის გაკვირვებული სახე .გოგონა მიხვდა მისი დაქალი აზრზე არ იყო რაზე საუბრობდა ის და დუმილი ამჯობინა .
ვლადიმერის ხმამ გამოაფხიზლა გოგონები .
–მე დღეს იმ პრობლემებს შევეხები ,რაც დღეს დღევანდელ მედიაშია …მინდა დღეს თქვენ იყოთ არა როგორც სტუდენტები მეორე კურსისა არამედ, როგორც ჩამოყალიბებული ჟურნალისტები,გამოხვიდეთ და ჩემს აზრს თქვენი შეხედულება დაუპირისპიროთ……– აგრძელებდა ლექტორი და მეტი დამაჯერებულობისთვის ტრიბუნაზე მუშტს აბრაგუნებდა.
ლექცია მთავრდებოდა.ყველაზე მეტად ზურა აქტიურობდა და ცდილობდა თავისი ნიჭიერება ყოველმხრივად გამოევლინა.ვლადიმერი იმდენად აღფრთოვანდა ყმაწვილით ,რომ მასში მომავალი ჟურნალისტი დაინახა და ზურას ფსიქოლოგიურიდან საბუთების გადმოტანა შესთავაზა მათ კათედრაზე.
ზარის ხმა გაისმა.
ზურა წამოდგა გასასვლელთან მივიდა და თაიას გახედა.
მზერა ერთმანეთს შხვდა,ბიჭმა თავი დაუკრა გოგონას და ყოველგვარი სიტყვიერი დამშვიდობების გარეშე გავიდა.

Tumblr_lsd463omhb1qhq59bo1_500_large
https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

–ზიგმუნდ ფროიდი სიყვარულს განიხილავს,როგორც პირობას,რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება.მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით:
1) პიროვნება,როცა ქალი ვიღაცისგან დაზარალებულია.

2)მეძავის სიყვარული.

3)ლტოლვა ქალისადმი,რომელსაც აქვს მეძავის ნიშნები.

4)შეყვარებულის გადარჩენის ტენდენცია.კაცი არ ტოვებს ქალს,რადგან დარწმუნებულია,რომ ის ქალს სჭირდება.–თაიამ დახურა თავისი ნარკვევები სიყვარულის შესახებ.ლექტორმა თემების დარიგების დროს სიყვარულის არსის დადგენა მას მიანდო.ალბად,მოხუცი პროფესორი ხვდებოდა,რომ ყველაზე კარგად თაია ახსნიდა იმ დიდ გრძნობას,რომელიც დედამიწას ატრიალებს.–”სიყვარულის მრავალი ფორმის არსებობასთან ერთად ის შეიძლება იყოს მიმართული სხვა ადამიანის ან საკუთარი თავის მიმართ.სხვა ადამიანის სიყვარული მიიჩნევა,როგორც კეთილშობილური საქციელი.საკუთარი თავის სიყვარული კი აღქმულია ,როგორც მიუღებელი საქციელი .მას კალვინი ჭირს უწოდებდა”– თაიამ კითხვა შეწყვიტა.გაეღიმა.რამდენ ნარციზისიზმით დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა.მაგალითად ზურა.მისი სიყვარულის ლიბიდო საკუთარ თავისკენ უფრო იყო მიმართული ვიდრე სხვა ობიექტისკენ.ნუ თაიას იმ ამბამდე ,ასე ეგონა,მაგრამ მაშინ აუდიტორიის წინ ზურას სიტყვებმა თითქოს რაღაც შეცვალა .როგორი გულწრფელი მოეჩვენა მას ზურას მრავლისმთქმელი თვალები.

Black%2c%2c%2cwhite%2cphotography%2crain%2cblack%2cand%2cwhite%2ccool%2cgirl-648a6760b6b5631d2722842b0cbf4f4a_h_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif
წვიმას გადაეღო .თაია გაჩერებასთან იდგა ავტობუსის მომლოდინე.უყვარდა ასეთი ამინდი.წვიმის შემდეგ სამყარო გაწმენდილი ეჩვენებოდა.თითქოს ბუნების ცრემლებმა ყველა ცოდვა ჩამობანა ცოდვილ დედამიწას.თაია შეჰყურებდა ცას და ღრუბლებიდან მომზიმარ მზეს.სხივებს დედამიწაზე დაუნანებლად,რომ აგზავნიდა.ასფალტი იწოვდა მზის სხივებს.თბილისის ქუჩებს ოხშივარი ასდიოდა.გაყინული დედამიწა თბებოდა.თაიას შეეძლო საათობით ჩუმად ყოფილიყო და ეცქირა,როგორ კაშკაშებდნენ მზის სხივებში გახვეული თბილისი ქუჩები.
გამვლელ–გამომვლელი სევდით და შურით ადევნებდა გოგონას თვალს.ის ამქვეყნიურ პრობლემებისგან შორს იყო.ეს სამყარო ჯერ კიდევ უმწიკვლო და უცოდველი ეჩვენებოდა და ვერ ხვდებოდა,რომ ამ ლამაზ სამყაროს დიდი ტკივილის მოყენება შეეძლო ,იმ ხალხის მეშვეობით,ვინც თავის კალთებზე გამოზარდა.
თაიას ავტობუსი ჩამოდგა.გაწამებული არსების ხმა გამოსცა რიკინის კონსტრუქციამ.კარები ძლივ–ძლივობით გაიღო.მოძველებულიყო ეს მანქანა,მაინც არ ეშვებოდნენ ბოლო ამოსუნთქვამდე აიძულებდნენ სიარულს.

Artistica+66_large

ავტობუსი ისე გაჭედილიყო,ხალხი მინას ეკვროდა.

–ჩამსვლელი–ჩავიდეს და ამომსვლელი–ამოვიდეს!–დაიძახა მძღოლმა.

თაია ავიდა.ბილეთი აიღო და მძღოლის გვერდით ,თავისუფალ სკამზე დაჯდა.

–რას აიღო იქნებ კონტროლიორი არც კი ამოდიოდა? აი,ასეთმა ახალგაზრდებმა გაატუტუცეს ჩვენი მთავრობა.ერთი რომ არ აიღებს.ორი რომ არ აიღებს,სამი და ა.შ. იძულებული გახდებიან ტარიფების ფასს დაუწიონ–თაიას მისამართით ვიღაც ხანშიშესული ქალი ,უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
თაია შეიშმუშნა.მძღოლს გადახედა ,თითქოს სთხოვდა,ჩქარა მიმიყვანე ძია საბურთალოზეო.
ავტობუსი სვენებ–სვენებით დაიძრა.

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

თავის კორპუსს უახლოვდებოდა,როცა ნაცნობი ხმა შემოესმა:
“ბედნიერებამ იცი რა მითხრა? წადი და შენი სატრფოს თვალებში მიპოვე!”
თაიას გული აუჩქროლდა და ცხოვრებაში პირველად ინატრა ,შემობრუნებულზე ის მდგარიყო ,ვისი ხმაც ყურში ჩაესმა წამის წინ.

გოგონას გული შეუქანდა ზურას დანახვაზე.
ბიჭი თაიასკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა.თაიასთვის ეს წამი იმდენად გაიწელა რომ ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა.

Tumblr_lsgdbrnl5a1qbpwzeo1_500_large

–იცი მე რა მიყვარს?–დაიწყო ახლოს მისულმა ზურამ საუბარი და თან თაიას მხრებზე ჩამოყრილ თმას ეფერებოდა–რათქმაუნდა არ იცი ,იმიტომ რომ არასდროს არ დაინტერესებულხარ ….მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია…მზე ,რომ გაათბობს თმის ღერებს და მის ფონზე ადამიანის თმის საფარი საუცხოო ბზინვარებას რომ იძენს.აი ახედე თაი ,ხედავ იმ მზეს? აბა გამოიცანი როგორ ინარჩუნებს ეს ამოდენა ვარსკვლავი სულ მხურვალებას….დუმხარ ,ე.ი. არ იცი ….მას ის სიყვარული აგიზგიზებს ადამიანი დედამიწიდან რომ უგზავნის…მინდა შენც შეიტანო წვლილი ამაში და გულის კარები გახსნა ,ერთი პირობით თუ იგი იმისთვის გაიღება,რომ მე  შევაბიჯო…

–…მე რომ შემეძლოს, ზაფხულის დღეს შეგადარებდი,
მაგრამ შენ სხვა ხარ, ხანგრძლივია შენი მშვენება,
მაისის კვირტებს დააჭკნობენ ავი ქარები,
და ეს ზაფხულიც მათთან ერთად ჩაესვენება.
ზოგჯერ თუ დაგვწვავს, დაგვაცხუნებს მზე ზეცის თვალი,
ხშირად ბინდდება ოქროსფერი მისი სახება,
ყველა სიკეთე შემთხვევით თუ ბუნების ძალით,
გაივლის დრო და დროსთან ერთად შეილახება,
მაგრამ შენს ზაფხულს ვერაფერი ვერ გაახუნებს
და სილამაზეც არასოდეს დაგებინდება,
შენ ვერც სიკვდილი შემოგახვევს თავის საბურველს,
რადგან ამ ლექსში შეზრდილი ხარ უკვდავ რითმებად.
და ესეც ცოცხლობს, ვიდრე არის კაცის ხსენება

და არც შენს სახელს უწერია გადაშენება.  – აგრძელებდა მონოლოგს ზურა და შუბლზე ნერვიულად იწმენდდა ოფლის წვეთებს ,გული საშინლად უცემდა ,სურდა ყველაფერი გადმოენთხია ..ეს აღარ იყო რაღაც დაგეგმილი თაიას თვალები აიძულებდა ეთქვა ყველაფერი რასაც გრძნობდა,ის სიტყვები რაც მომზადებული ჰქონდა დავიწყნოდა,უნდოდა მარადისობაში გადავარდნილიყო და თან ეს მშვენებაც გაადაჰყოლოდა,თავისი ნებით …..
Tumblr_lsgtpljmay1qkmgloo1_500_large

თაიას არაფერი უთქვამს მის გვერდით მდგომ ბიჭს მეყრდნო ,მანაც არ დააყოვნა გოგონა გულში ჩაიკრა და სიყავრულზე საუბარი გააგრძელა…                                                                                                                                                                                            https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ერთი კვირა იყო გასული ,რაც თაია თავის თავს აღარ ჰგავდა.თუ ადრე ღრუბლებში დაფრინავდა,ეხლა ღრუბლებს გასცდა,დატოვა პლანეტა დედამიწა,ირმის ნახტომიც და სადღაც სხვა გალაქტიკაში გადასახლდა. ყველგან და ყველაფერში ზურას ხედავდა.სოციალურ ქსელში შესვლისთანავე ზურას გვერდს ხსნიდა და იწყებდა გამოძიება,ვინ რამდენჯერ დაუკომენტარა და გასცა თ არა პასუხი “თავისმა ზურამ”.თაიას უკვე იმდენად ეგონა ზურა მისი,რომ სახელს ყოველთვის კუთვნილებით ფორმაში მოიხსენიებდა .საუბრის დროს “ჩემი სიხარულიო”რომ იტყოდა ,მარიკოსთვის ცხადი იყო ვისზე იყო საუბარი.
Tumblr_lraat1ycqu1qhqtdxo1_500_large
უნივერსიტეტიდან სულ ერთად მოსეირნობდნენ .ზურა ყოველი საუბრის შემდეგ უფრო და უფრო იზიდავდა გოგონას,მისი სიტყვები მალამოსავით ედებოდა თაიას გულს, გოგონა ნანობდა,რომ ეს ბიჭი თავიდანვე არ დააფასა.ის ხომ შუდარებელი იყო.ალმასს ჰგავდა გარეგნულად უნაკლოს და ნიჭით ძვირადღილებულს.
თაიასთვის ახალი სიცოცხლე დაიწყო ,მჩქეფარე და სასიამოვნო მოულოდნელობით სავსე.ეს ურთიერთობა მისთვის სტიმული იყო.ყველაფერს სხვანაირად აკეთებდა,თუ ადრე დიდად არ აღელვებდა თავისი გარეგნობა,ეხლა ყევლაფერზე მეტად ცდილობდა ზურასთვის თავი მოეწონებინა და დაეჩრდილა ის გოგონები სატრფოს ფუტკრებივით ,რომ დასტრიალებდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ.
მშობლები შვილში მომხდარ ცვლილებასშეჰხაროდნენ ,როდესაც თაია ღიღინს დაიწყებდა ირაკლი ცოლს თვალს ჩაუკრავდა და ისეთ ილეთს აკეთებდა,თითქოს კუბიდონმა ის განგმირა .თაია გრძნობდა მშობლების მხარდაჭერას და მათდამი პატივისცემა და სიყავრული უათმაგდებოდა.
საპრეზენტაციო თემის შინაარსი შეცვალა,რადგან ეხლა უფრო გარკვეულიყო სიყვარულის რაობაში.მას ხომ სიყვარული სწვევოდა,ცისპერი და ვარდისფერი ზმანება,ორთა დღესასწაული ,სიყვარული –სულის ამაღლება.ეს გრძნობა ძველი იყო და ტრადიციული,მაგრამ თაიასთვის ახალი და მისეული.

0004w30p_large

–აი,თურმე იმ სანატრელ საუკუნეში რუსთველი ,ჩემი რუსთველი ,რას ღაღადებდა–ფიქრობდა თაია– რალამაზად ამბობდა მართლაც,რომ საუკუნის სათქმელს დიდი გენია:

ვთქვათ მიჯნურობა პირველი
და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი ,საჭირო,
გამოსაგები ენათა,
იგია საქმე საზეო,
მომცემი აღმაფრენათა!

ბესიკიც თავის ქნარით ბგერათა და ასოთა შორის ჩუქურთმებს ავლებდა და ტვიფრავდა: “ტანო.. ტატანო გულწამტანო უცხოთ მარებო !:”
ეჰ,ალბად ასეთი სიყვარული ათენებინებად ალბად საქართველოში ღამეს ,ასეთი სიყვარული აანთებდა ყოველ განთიადს.
თაიამ წარმოიდგინა და დაინახა კიდეც,ქუჩებში მოხეტიალე ,ბეჭებში ოდნავმოხრილი ,ხორბლისფერი ფიროსმანი ,ყველა ნახატი,რომ გაეყიდა ქალისთვის,რომელიც სულ რამდენჯერმე ენახა,ათი ურემი ვარდებით რომ ულოცავდა დილას და ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად უქცევდა.
რუსთაველზე მოსეირნე ,დიდი გალაქტიონიც ბავშვური აღტაცებით იკითხავდა სრულიად უცნობ ლამაზმანზე:

“ვინ არის ეს ქალი ,ასეთი ცისფფერი?”

……….მერე კი ..ნიკორწმინდის კედელს მიყრდნობილი სევდიანად იჩურჩულებდა: ” შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი !….”
ალბათ ,ასე უყვარდათ საქართველოში ,უყვარდა მაშინ,როცა მზე შუბის ზემოთ იწვერებოდა.უყვარდათ სიშლეგით და იმგვარი გატაცებით ,რომ თვით მზე ჩამოჰყავდათ ცის კიდიდან.–თაიას კალამი მოემარჯვა და თავის ფიქრებს ფურცელს უზიარებდა.მას აღარ სჭირდებოდა კანტი ,ჰეგელი თუ დიადი ფროიდი ..თავისი აზრებით ეხლა მისი სხეული გამხდარიყო სიყვარულის ტაძრად.

Tumblr_lshaebddkg1qcbh4lo1_500_large

ოთახში ლია შემოვიდა და წასჩურჩულა –დე, ვერ ხვდები რომ მინას კენჭები ხვდება? გადაიხედე აბა გარედ, ირაკლი ნერვიულობს იმ ბიჭს ხელი არ დაეწვასო …
თაიამ ჯერ დედას შეხედა შემდეგ ფანჯრისკენ გაიხედა…გაშეშებულიყო .ლიამ მხარზე გაჰკრა შვილს.

თაია ნელი სვლით მიუახლოვდა მინას.გადაიხედა…ღამის სიბნელეში ლამპრები საოცნებოდ ანათებდნენ …სცადა წაეკითხა რა იყო გამოსახული პერად პერადი ლამპრებით ,თავლისმომჭრელად,რომ ანათებდა…..თა – ია მე შენ მი–ყვარ–ხარ ..ამოილუღლუღა ენის ბორძიკით და თავლებიდან სიხარულის ცრემლები წასკდა.

– ზუკ,მეც ძალიან მიყვარხარ–წაიჩურჩულა ჩუმად ფანჯარასთან მდგომი გოგონას ტუჩებმა ……და სიხარულის მორევში გადაეშვა..

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif
Diamond_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif
(ნაწილი მეორე)

ზურას ძალიან სწრაფად მიჰყავდა მანქანა.არად აგდებდა გადაჭდილ გზატკეცილს.მანქანებს შორის გასაძრომს ეძებდა და მარჯვნიდან,მარცხნიდან უსწრებდა.რამდენჯერმე საპირისპირო ზოლშიც გადავიდა და ისე გაუსწრო წინ მიმავალს.მომდევნო გზაჯვარედინის გავლისას მისმა ვერცხლისფერმა “მერსედემა” პატრულის ყურადღება მიიპრყრო,მაგრამ ზურას არც კი უცდია მათი მოთხოვნის შესრულება და მანქანის გაჩერება.მხოლოდ სწრაფად გაიხედა უკანა ხედვის სარკეში ,რომელიც დროდადრო პატრულის მანქანის ლურჯი მაშუქების ანარეკლს ირეკლავდა და პედალს ბოლომდე დააწვა.”მერესედის” ძრავის სამასორმოცდაათი ცხენის ძალამ საბურავებს კვამლი აადინა.ძლიერმა ბიძგმა ზურა სავარძელს მიაკრა.სპიდომეტრის ისარი წამის მეათედში ავარდა ორასოცკილომეტრიან ნიშნულამდე  და მდევარი მანქანაც სადღაც უკან ჩამორჩა.

Tumblr_lscaxtzrmu1qce3p6o1_500_large

ამასობაში კი გაწვიმდა.ელვამ ყურისწამღები გრიალით გააპო ზეცა და მიწას ნამდვილი ნიაღვარი წასკდა.
თუმცა,არც ამას უმოქმედია ზურაზე,არც სხვა მანქანებს აქცევდა ყურადღებას და არც საქარე მინას შეხეთქებულ წვიმის წვეთებს,ორი ხელით აბრუნებდა საჭეს და წინ “მიერეკებოდა” თავის მერსედესს.
გიჟური სრბოლა თბილისიდან გასვლის შემდეგ შეწყდა.მცხეთას უახლოვდებოდა უკვე სტაბილური სიჩქარით . უძველესი სატახტო ქალაქის ხილვამ,ცოტათი დაამშვიდა და ჩაუხშო გაღიზიანება.
მცხეთა მართაც,რომ ქალაქი –მუზეუმი იყო,იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშიც ტყუილად არ შეეტანათ საქართველოს მშვენება.
მანქანა რესტორნის წინ გააჩერა.სწრაფად გადმოვიდა და შენობაში შევარდა.
ვესტიბიულში მდგომ გოგონას მიუახლოვდა.მანდილოსანმა ხარბად შეანათა თვალები ოცი –ოცდაერთი წლის სიმპათიურ მამაკაცს,წვიმისაგან დასველებული თმა შუბლზე რომ ჩამოშლოდა,სასიამოვნო და გამოყვანილ ნაკვთებს ეტყობოდა კაცური მოვლა,ბიჭის სუნამო და წვიმის სურნელი ეთმანეთში შეზავებულიყო და გოგონას ვერ გაეგო ,რა მოქმედებდა მასზე,ასე ჯადოსნურად ,ბიჭის აელვებული თვალები თუ აურა დაუნანებლად ,რომ აფრქვევდა.
ზურამ რაღაც გადაულაპარაკა,ოფიციანტმა ღიმილით გაიშვირა თითი დარბაზის ბოლოსკენ და საუბარი არ ჰქონდა დამთავრებული,რომ ბიჭი მის წინ უკვე აღარ იდგა.

Tumblr_lsgsvxthum1qmydbso1_500_large

ზურა უახლოვდებოდა მაგიდას,სუფრას მთელი მისი საძმაკაცო შემოსხდომოდა,ეტყობოდათ უკვე კარგად მოელხინათ. ისეთ სიტუაციაში იყვნენ ,სადღეგრძელოები,რომ ელევა ქართველ კაცს და ევროპა და ამერიკას რომ ეფერება და გულში იხუტებს..
–ვა..ზურ! აბა არ მცალიაო ? …ჯიგარი ხარ ,რომ მოხვედი ..შენს ძმობას ვფიცავარ ! …ეხლა ისსე გამახარე…– წამოიმართა ლევანი და კიდევ ბევრს ილაპარაკებდა ზურას აელვებული თვალები,რომ არ დაენახა.
ბიჭი მიესალმა იქ მყოფებს და დიმას გვერდზე გასვლა სთხოვა.
დარბაზიდან არც გასულან იქვე თავისუფალ მაგიდას მიუსხდნენ.ზურა ხმადაბლა რაღაცას ეუბნებოდა და დიმაც გულმოდგინეთ ცდილობდა რაღაც აეხსნა ძმაკაცისთვის.
ბიჭები სუფრიდან ადევნებდნენ მათ თვალყურს და ცდილობდნენ ღვინისაგან აძმარებული გონება დაეძაბათ და გაეგონათ საუბარი.
ერთადერთი რაც მოესმათ იყო დიმას ბორძიკით და ხმის კანკალით წარმოთქმული სიტყვები : – შენს ძმობას ვფიცავარ ,გუშინ ისე ვიხუმრე, თორე როგორ იფიქრე ,მაგას რომ ჩავიდენდიო !
ერთი შეხედვით მშვიდი საუბარი გამოუვიდათ ,მაგრამ გამჭრიახ თვალს არ გამოეპარებოდა როგორ თრთოდა მაღალ მწვანე თვალება ბიჭის მაჯაზე ძვირიანი როლექსი.

Beautiful-blue-eyes-daffodils-dress-fashion-fire-favim.com-48315_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

გაზაფხულია გამოღვიძება.ბუნება გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში.ყველა მოვლენას ცვალებადობის თვისება აერთიანებს.სიცივეს ხშირად სითბო ცვლის და სითბოს პირიქით სიცივე.ყველაფერს აქვს თავისი საპირისპირო დაბადებას სიკვდილი,ტირილს სიცილი,მოქმედებას უმოქმედობა და რაც არ უნდა მტიკვნეულიი იყოს ამის გათვიცნობიერება,ბედნიერებას ზოგჯერ უბედურებაც სდევს თან .
ამიტომაც არის ,რომ ადამიანს ეშინია ბედნიერება არ დაკარგოს,რომ ერთხელაც არ გაეღვიძოს და ჩავლილ სიზმრად არ მოეჩვენოს რეალობა.
მაგრამ მკითხველო ,მე არ ვარ პესიმისტი და ვფიქრობ,რომ უბედურებაც იმიტომ შექმნა ღმერთმა,რომ ადამიანს დაანახოს ბედნიერების მნიშვნელობა ,აიძულოს იგი დააფასოს და მის მოსახვეჭად დაიწყოს სწრაფვა.

1296622571448_f_large

ბეღურების ჟღურტული ჩაესმა თაიას.ცას ახედა.მარტის შუა რიცხვები იყო და ჩიტებს უკვე მთელი თბილისი აეკლოთ ჟღურტულით.”რაო ,ჩემო კარგებო თქვენს გულებშიც დადგა გაზაფხული ? ” – პატარა ბეღურა გოგონასთან მიფრინდა. თაიას ეგონა ჩემი გულის ნადები გაიგონაო და შეეცადა არ დაეფრთხო ფრინველი.სუნთქვაც შეიკრა.ბეღურა ასფალტზე დაფრინდა და ცალი თვალით უცქერდა გოგონას.ნელ–ნელა უახლოვდებოდა ,უცებ ფრთები გაშალა, თაიას   ფეხებთან დაგდებულ პატარა პურის ნატეხს ჩაუნისკარტა და სწრაფად აფრინდა.
თაიას გაეცინა .ბეღურამ ერთი კიდევ შეიფრთხილა გოგონას ირგვილ ,თითქოს ეუბნებოდა ” გაჯობე გოლიათო ჭკუაში ,გაჯობეო!”

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ტელეფონის ხმამ დააბრუნა რეალობაში,ჩანტაში დაუწყო აპარატსძებნა.რამდენი რამე ეგდო Louis Vuitton–ის ფირმის ჩანთაში ,სპეციალურად რომ გამოუგზავნა დეიდამ იმ ქვეყნიდან,სადაც ყველა ოცნება,რომ სრულდება : ).
აპარატის ეკრანს დახედა .ზურა რეკავდა,შემდეგ შეტყობინებაც დახვდა:
–სად ხარ? შენთან ვიყავი,სასწრაფოდ უნდა გნახო,უნდა ვილაპარაკოთ,რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ წრფელი გრძნობით მიყვარხარ!

Tumblr_lk1af6xp6n1qdox7ro1_500_large

გოგონამ მობილურს შესცინა,დარეკვა გადაეფიქრა ,სურდა ზურას ცოტა ეეჭვიანა.
პეკინზე ჩამოვიდა .ლამაზად გაფორმებული მაღაზიის ვიტრინასთან გაჩერდა ,შეათვალიერა გარედან მანეკენები და მამაკაცის სექციაში შევიდა. ნახევარი საათის შემდეგ ორი პარკით გამოვიდა: United Colors of Benetton გასდევდა მწვანე ზოლი ნაყიდს.
გოგონა მარიკოს სახლისკენ დაიძრა.იცოდა კვირა დღეს დაქალი სახლში იქნებოდა და არც დაურეკავს პირდაპირ გაემართა .”–ნეტა მოეწონება ზურას ჩემი ნაყიდი საჩუქრები? არა ,ჯერ მარკომ უნდა ნახოს ,მისი აზრი მაინტერსებს …”–ერთადერთი რაზეც თავლდახუჭული შეეძლო მინდობოდა თაია დაქალს იყო გემოვნება,რომელსაც მარიკოს ვერ დაუწუნებდი .

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ქუჩა გადაჭრა და რამდენიმე კორპუსის გავლის შემდეგ,ხუთსართულიანი “ხრუშოვკის”პროექტის ტიპის სახლთან გაჩერდა.კიბეები სირბილით აირბინა ,კარები უნდა შეეღო,რომ ნაცნობი ხმა შემოესმა.მარიკო იყო და ვიღაც ბიჭს უყვიროდა მთელს ხმაზე.
– გაეთრიე დიმა,ჩემი სახლიდან! როგორ გაბედე აქ მოსულიყავი….შენ ვერ გიტან და ვერც შენს საძმაკაცოს ,ზურას თამადობით ..არავის არ მივცემ ჩემი დაქალის გასულელების უფლებას! არ გაბედო თაიასთვის ამ ვიდეოს ჩევენება..მირჩევნია ჩემი ხელით გაგისნიტო მაგ გველის წიწილას მსგავსი თავი !
თაია აღელდა.ხელის კანკალით შეაღო ხის მძიმე კარი .რაზე საუბრობდნენ ეს ორი სულელი?რატო ფიქრობდა მარიკო,რომ დაამცირეს თაია? ან რა სჭირდა მარიკოს დასაცავი თაიას მას ხომ ზურა ჰყავდა, თავისი ზურა!
ოთახში მდგომი ბიჭი გაშრა თაიას დანახვაზე.აღარ იცოდა რა ექნა.ხან თაიას უყურებდა ხან მარიკოს.
–აქ რა ხდე– ბა ? –დამარცვლით იკითხა თაიამ/
–არაფერი,თაი,შენ აქ ხარ ? არ გელოდი….შემო ,გაიცანი ეს დიმაა,დიმა გაიცანი ეს თაიიიაა ჩემი დაქალი –მარიკო  ცდილობდა მღელვარება დაეფარა სიცილით პირზე რომ შეჰხმოდა.–დიმა ზურას მეგობარია,ჩვენ ერთმანეთი გავიცანით შემთხვევით თეატრში,დიმა მომავალი მსახიობიაა და ეხლაც ვეხმარები როლში შევიდეს ,ვრეპეტიციობთ ,რომ სპექტაკლზე დაამტკიცონ…..

Tumblr_lsbjd8wdsu1r2lmeso1_500_large

თაიას არ ესმოდა მარიკოს სიტყვები ,მხოლოდ კომპიუტერის პლაზმურ მონიტორს შეჰყურებდა ..იქიდან ზურა უღიმოდა.ვიდეოს კადრი გაჩერებულიყო.გოგონა კომპიუტერისკენ დაიძრა.მარიკომ მისი შჩერება სცადა ,მაგრამ ამაოდ,თაიას შიგნით თითქოს დემონს გაეღვიძა.
–გამეცალე–უთხრა მჭაქე ხმით და ვიდეო გაუშვა.
….თავიდან თითქოს არაფერი იყო ისეთი ,ჩვეულებრივი ქეიფის ჩანაწერი…ბიჭები თავის თავს იქებდნენ და იმ მიღწევებზე საუბრობდნენ ,მათი მოკლე ჭკუით საამაყოდ რომ ეჩვენებოდათ.

Tumblr_ls2pmeyvur1qdg2oco1_500_large

კადრში ზურა გამოჩნდა.ვიღაცამ შესძახა: –რას გვეტყვის დიადი მაჩო ახალს და საინტერესოს? რით გვასახელებს სასტავსო ?
ზურამაც პირი გააღო…..–თაია ყურს არ უჯერებდა ,თითქოს იმ უფსკრულში გადააგდეს ფსკერი ,რომ არ აქვს და დაუსრულებლად ვარდნის შეგრძნებას რომ გიტოვებს.
“– აი,ნახავთ ერთ კვირაში ის სულელი თაია ჩემი გახდება,დავკერავ და შემდეგ თქვენ ყველა მუხლს მოიყრით ჩემს წინაშე და მაღიარებთ კიდევ ერთხელ….”– ზურა აგრძელებდა საუბარს .თაია გაითიშა სხეულის ყველა ნაწილი სტკიოდა.გული თითქოს გამსკდარიყო და შიგნით დაგროვილ შხამს მთელი სხეული მოეწამლა.

გარედ გავარდა.კიბეებზე გიჟივით დაეშვა.უკან ვიღაც ეძახდა,მოსდევდა ..ის გარბოდა…გარბოდა… უნდოდა გაქცეულიყო ..შორს …შორს ….სწრაფად მირბოდა …უცებ იგრძნო რაღაც ..თითქოს აფრინდა…..ჰაერში ატრიალდა ..ბრუნი გააკეთა ბალერინასავით ჰაერში და მარადისობაში გაუჩინარდა.

Tumblr_lrpk9bnuco1qm0r99o1_500_large
Tumblr_loz2v4dpbw1qmntfzo1_500_large5373850524_a3ca9d2af7_z_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

….პატრულის მანქანებს პეკინის გზა გადაეკეტათ .თეთრი მარშუტკის წინ ხალხი შეგროვილიყო და რაღაცას განიხილავდა.
–რა მოხდა? –პატრულთან მივიდა უკვე ხანშიშესული ,მაგრამ ჯერ კიდევ სიმპატიური ქალი.
–ეხ,რავიცი ქალბატონო ..გოგონა გაიტანა მანქანამ ..წინ გადმოუხტაო ..დღეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ მონაკვეთში …პირდაპირ ბორბლებშ ი შეუვარდა თურმე ეს უბედური …ეხლა საავადმყოფოში გადაიყვანეს ,მეტი მეც არაფერი ვიცი ,–პატრულის თანამშრომელი სევდიანად პასუხობდა ქალს.
გზაზე კი ეყარა ლამაზად შეფუთული საჩუქრები .

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

 

ორი ანგელოზი მიაბიჯებდა თეთრ ბროლის კიბეებზე.ირგვლივ ღრუბლებზე მოლივლივე ანგელოზების გუნდი მიჰყვებოდა.ერთი უკვე ჩამოყალიბებულიყო :შარავნდედი ედგა თავზე და თეთრი სამოსიდან პატარა ფრთები მოუჩანდა. მეორე კი უფრთო ანგელოზი ,სევდით შეჰყურებდა მის გვერდით მდგომის ფრთებს და უკან უკან იხედებოდა ,ზურგს იმოწმებდა ,იქნებ ღმერთს მოეღო წყალობა და მასსაც გასჩენოდა ანგელოზობის სტადიის დასკვნითი ფაზის მაჩვენებელი.

ადამიანის სულის სავანეში მოხვედრილიყვნენ,სადაც მართალნი განისვენებენ ფიზიკური სიკვდილის შემდეგ.ღვთაებრივი სრულყოფილების მდგოომარეობაში  რომ იყვნენ იგრძნობოდა..ირგვილ სიჩუმე და სიწყნარე სუფევდა…მიუხედავად ამისა ყურში უფრთო ანგელოზსს თითქოს საამო გალობა ჩაესმოდა და სურდა ამ ლამაზ ადგილას სამუდამოდ დარჩენილიყო.

ბოლო საფეხურიც აიარეს და დიდი ნათელიც  გამოჩნდა მათ წინაშე.ნათელი უახლოვდებოდა მათ და უფრო და უფრო ძლიერდებოდა.ღრუბლებზე მდგომმა ანგელოზებმა მუხლი მოიყარეს უფლის წინაშე და საამო გალობა დაიწყეს…

–მოხვედი შვილო ჩემო ! დაგვიბრუნდი ? – ფრთიან ანგელოზსს მიუგო ნათელმა და შუქთან ერთად მადლი დააფრქვია მას.

–დიაღ,უფალო …მე ისევ აქ ვარ! –შეჰკადრა ანგელოზმა და სხვათა გუნდს შეუერთდა.

უფრთო ანგელოზი მოკრძალებით აპარებდა უფლის წინაშე თვალს ,სურდა გამოეხატა სიყვარული მამა ღმერთის წინაშე და ეთქვა ,რომ ძალიან ენატრებოდა მას.ენატრებოდა ეს მდგომარეობა ,რაც დედამიწაზე ყოფნის დროს არ ჰქონდა,ენატრებოდა სულიერი სიმშვიდე,ენატრებოდა უფალი და მისი მადლი.

 

– ჩემო კარგო შენი ფიქრებიც ხომ ჩემთვის ნათელია…მე შენგან გამკვირვებია.იქ დედამიწაზე რატომ ვერ ჰპოვე სიმშვიდე…ნუ ფიქრობ რომ მე იქ არ ვიყავი ,მე ხომ ყველგან ვარ,განა მე დედამიწაზე წარგზავნილ ანგელოზებს უნუგეშოდ დავტოვებდი ? მე შენს გულში ვიყავი მუდამ,რაც გევალებოდა ის იყო რომ გელოცა და დაგენახე ,გელოცა და შეგეგრძნო ჩემი იქ ყოფნა,გელოცა და მოსულიყავი ჩემს სახლში ,მისი კარი ხომ ყველასთვის ღია იყო.– უფალი  მშვიდი ტონით აგრძელებდა საუბარს– რისთვის წარგაგზავნე მე შენ დედამიწაზე..ნუთუ იმისთვის,რომ პატარა განსაცდელს შეეშინებინე და გამოქცეულიყავი მხდალივით ..შენ მე იმედი გამიცრუე…ღვთისმშობელი მარიამის წილხვედრ ქვეყანაში ,ყოველ  ანგელოზს მე იმ იმედით ვუშვებ ,რომ თავის სამშობლოს გამოადგება და გააგრძელებს წმინდა ილია მართალის გზას….დაიმკვიდრებს დედამიწაზე კარგი საქმმეებით საუკუნო საგზალს…შენ უნდა გაგეკეთებინა ყველაფერი რათა დახმარებოდი საქართველოს ,ქვეყანას რომელსაც ყველაზე მეტად ეხლა სჭირდება ჩვენი შველა…რა უნდა მექნაო ? –ნუთუ ამის გაფიქრება გჭირდება? შენ გაქვს ის ნიჭი ,რომ სხვას დაანახო ჭეშმარიტების გზა …აიძულო ადამიანები შექმნან სასარგებლო საქმეები … მაგალითად წარიმძღვარონ ილია,აკაკი,ვაჟა…

–უფალო,მაპატიე –ცრემლებად იღვრებოდა უფრთო ანგელოზი –ძალიან მიყვარხარ უფალო,შენც ხედავ ამას ..დამტოვე აქ გთხოვ ნუ წარმგზავნი იქ …კაცთა ჯოჯოხეთში..

–შენ მაინც ვერაფერი გაიგე..ეს არის შენი მოვალეობა…ეს არის ის მცირედი რისი გაკეთებაც შენ ჩემთვის შეგიძლია,ჯერ შენი დრო არ დამდგარა , სასუფევლის კარი შენთვის მუდამ ღიაა ჩემო კარგო ,მაგრამ ამ კარში შენ უნდა დაეხმარო სხვებს რომ ისინიც შემოვიდნენ…და ეზიარონ იმ ნეტარ ადგილს, რასაც მოკვდავნი სამოთხეს უწოდებენ .

ეს თქვა უფალმა და უფრთო ანგელოზმა იგრძნო, როგორ ეშვებოდა ზემოდან ქვემოდ ,დაინახა საქართველო…მისი მადლიანი მიწები ,ეკლესიებით რომ შემოსილა.გაეღიმა ,რადგან ეხლა ყველაზე მეტად გრძნობდა მასთან უფლის ყოფნას…

 

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif
სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელებააო ოღონდ სხვა ფორმით ,ეს უკვე ცალკე თემაა მაგრამ მე მინდა გავამახვილო ყურადღება მკითხველო სიკვდილზე იმ კუთხით ,რომ მას შეუძლია ადამიანს მხედველობა აუხილოს და დაანახოს ყველაფერი სხვა მხრიდან. როდესაც ადამიანს კარგავ ,სწორედ მაშინ ათვიცნობიერებ თუ რამდენს ნიშნავდა იგი შენთვის ,თუ ადრე ეჭვი გეპარებოდა შენს გრძნობაში  ეხლა, როდესაც ის აღარ არის  გრძნობ ,რომ ყველაზე მეტად გყვარებია..გინდა  რომ მთელმა სამყარომ გაიგონოს შენი სიტყვები და იყვირო : მიყვარხარ !  მიყვარხარ! მაგრამ ყველა გაიგებს მის გარდა …სწორედ ამიტომ  ამბობდა Gabriel Garcia Marquez–“იცხოვრე ყოველი დღე ისე, როგორც დღე უკანასკნელი” .

Photography-450x300_large

ზურა სრულ ჭკუაზე არ იყო .როგორ მოხვდა ღუდუშაურის საავადმყოფოში ვერც მიმხვდარიყო,თითქოს ტვინი გაჩერდა და ფეხები სხვას ემორჩილებოდა. მარიკუნას სიტყვები ყურში ჩაესმოდა : –თაია,ავარიაში მოხვდა,ყველაფერი შენი ბრალია ..მეზიზღები..–და ყურმილის მეორე მხრიდან გოგონას გულამოსკვილი ტირილის ხმა…

საავდამყოფოში შევარდა და მიმღებში მჯდომ ქალს ეძგერა…

– გო–გონა მოიყვანეს ავარიაში მოხვდა …მი..თხა..რით რომელ პალატაში გადაიყვანეს – ენის “ბორძიკით” ამბობდა სათქმელს და ტანი ისე უკანკალებდა თითქოს, ასოცმა ვოლტმა დაუარა სხეულში…

Tumblr_lsdbeiovam1qab9j2o1_500_largehttps://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ქალი რაღაც ფურცლებს ახარისხებდა და არც აუხედია ბიჭისკენ..უცებ ვიღაცის კივილის ხმა ჩაესმა ყურში ზურას.ტანში დაუარა შიშის გრძნობამ. ლიფტის კარი გაიღო და იქედან ვიღაც ორი ახალგაზრდა ექთანი  გამოვიდა.ზურამ მათ შეხედა . “საცოდავი რა ახალგაზრდა იყო,…დედამისი გაგიჟებულია ..ეხ ,დაუმკვიდრე უფალო მარადული სასუფეველი”–ამბობდა ერთი და ქერა თმას ნერვიულად ისწორებდა.

6144207255_43c4e7b5af_z_large

ზურა გაშრა..უცებ გამოერკვა და დაეტაკა  ექთანს…

–ვინ .. ვინ? თაია ? ვიზე ამბობთ თქვენ ხომ არ გაგიჯდით ყველა? ..როგორ ამბობთ მაგას ? ეხლავე მითხარი –ჩაჰფრენოდა ქალს და ანჯღრევდა.

Tumblr_lqwebpdfur1qisbhho1_500_large

შეშინებული ქალი ცდილობდა თავი დაეძვრინა ამ ვიღაც გადარეულისგან და ამბობდა–..არ ვიცი ზუსტად რა ეერქვა,გამიშვით მე მხოლოდ ექთანი ვარ ,ოპერაციას არ დავსწრებივარ,ავარიაში მოხვდაო მხოლოდ ეს ვიცი . ერთი საათის წინ მოუყვანიათ აქ…გამიშვით მტკივა.

დაცვის მკვრივი ბიჭები დაეტაკნენ ზურას .მხრებში ჩაავლეს ხელი და სცადეს ქალი დაეხსნათ მაგრამ ბევრი წვალება არ დასჭირვებიათ ,ბიჭი ცოცხალმკვდარი ჩაკეცილიყო  ცივი  კაფელის იატაკზე.
ღუდუშაურის ძველ ,ცივ კედლებში საზარლად ისმოდა ახალგაზრდა ბიჭის მოთქმა–გოდება.

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ძნელია როდესაც სხვა გულს გტკენს,არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით აკეთებს ამას: სიტყვით ,საქციელით თუ მისი გულცივი დუმილით.მაგრამ უფრო ძნელია მოითმინო,თანაუგრძნო მას ვინც გაგანაწყენა,ეცადო როგორმე კეთილისკენ მოაქციო  ჩამდენი და შენი საქციელით უჩვენო ამის მაგალითი.
“ბოროტება ვერანაირი სახით ვერ აღმოფხვრის ბოროტებას : ამიტომაც,თუ ბოროტი გიყვეს  ვინმემ, მიაგე მას კეთილი, რათა სიკეთით აღმოფხვრა ბოროტება.”

ერთმა კეთილშობილმა ადამიანმა მოითმინა რა გინება ,უთხრა მაგინებელს: – “შემეძლო ამგვარი რითმებით მეპასუხა, მაგრამ ღვთის კანონი საცოს სდებს ამ ბაგეებს !”

თუკი გრძნობ, რომ მწუხარება და რისხვა გეუფლება ,როცა შეურაწყოფას გაყენებენ , შეინარჩუნე მდუმარება და მანამდე არ დასძრა სიტყვა, სანამ განუწყვეტელი შინაგანი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული,განიწმინდება აზრები და შეგეძლება დაინახო ჭეშმარიტი რეალობა,სწორედ ამის შემდეგ შეგიძლია ელაპარაკო მას ვინც შეურაწყოფა მოგაყენა.”იყავი იმის მეგობარი ,ვინც გაწყენინებს!!!”

 

შუქი სადღაც შორიდან  მოდიოდა,თვალების გაღება სურდა მაგრამ უჭირდა ,რაღაც უშლიდა,ქუთუთოები დამძიმებოდა.თავს ძალა დაატანა და თვალი გაახილა.

– მაია ,გადი უთხარი მის ოჯახის წევრებს რომ გონზე მოვიდა,რომ ყველაფერი კარგად არის –უთხრა ხანშიშესულმა მთავარმა ექემმა დამხმარე ექთანს და პაციენტის საწოლთან ჩამოჯდა და გოგონას ლამაზ სახეს დააცქერდა.

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

თაიამ პირველი რაც დაინახა იყო პალატის თეთრი კედლები ,მზის სხივებში გახვეული.პირში მჟავე  გრძნობა ჰქონდა,თვალებით უცნობ მამაკაცს შეხედა და უნდოდა გაეგო რას აკეთებდა აქ ,ან ვინ იყო ის უცნობი გაკვირვებით რომ უცქერდა.ერთადერთი რაც ახსოვდა იყო უფლის სიტყვები.  ტანში სითბომ დაუარა. თურმე რა საამო ყოფილა სიკვდილი.ფიქრები ლიას ქვითინმა დაარღვია.დედა პალატის კარებთან იდგა და იმქვეყნიდან მობრუნებულ შვილს სიხარულის ცრემლებს აფრქვევდა.

Tumblr_lsi37my0dd1qep56go1_500_large

თაიამ სცადა რაღაც ეთქვა .პირი გააღო და ძლივ–ძლივობით ამოილუღლუღა: – დე,ახალგაზრდულად კი გამოიყურები,მაგრამ არც ისეთი პატარა ხარ ბავშვივით რომ ატირებულხარ!

ლია გამოცოცხლდა.თაია კარგად იყო ,თან იმდენად ,რომ ხუმრობის გუნებაზეც დამდგარიყო,ტირილი სიცილში შეეცვალა. საწოლთან მიირბინა და შვილს ხელი დაუკოცნა.

მთავარი ექიმი ჯერ დედას გაჰყურებდა და შემდეგ შვილს…ასეთი მსგავსება ჯერ არ ენახა დედა–შვილს შორის,თითქოს ორი ერთიდაიგივე ადამიანი იჯდა საწოლთან,ერთი ცოტა ასაკიანი და მეორე ჯერ კიდევ “ჭყინტი” ბავშვი.”მე გავალ ,მარტო დაგტოვებთ ,მაგრამ იცოდეთ არ შეიძლება გადაღლა და ბევრი საუბარი,უფალს მადლობა ვუთხრათ ,რომ შედარებით ლაითი ტრამვები მიიღო ამ გოგონამ”–თქვა ექმიმმა და პალატა დატოვა.

ლია შვილს დასტრიალებდა და უფალს ალბად მემილიონჯერ უხდიდა მადლობას შვილის გადარჩენისთვის.

კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.კარებთან ირაკლი იდგა და ვიღაცას ეუბნებოდა ეგ მანდ დადგით ერთი წამიო,შემდეგ შემოვიდა და ჩვეული იუმორით აავსო ოთახი.თაიას არ გამოჰპარვია ,როგორი ჩასისხლიანებული ჰქონდა მამას თვალები.

ცოტა ხნის შემდეგ ირაკლიმ ხელები გაშალა ფართოდ და მის ძახილზე მარიკო შემოვიდა .უფრო სწორად მარიკოს ტანი იყო და თავი არ მოუჩანდა,ხელში დიდი კალათა ეკავა ,ტკბილეულობა იმდენი იყო კალათაში გოგონას სახე არ უჩანდა.როგორც იქნა მივიდა მაგიდასთან და თაიას გადახედა: –ვაიმე,თაი აქ იმდენი ფერერო როშეს შოკოლადებია ,არამგონია მარტო მოერიო….ჩემი მოვალეობაა დაქალი მძიმე წუთებში გაავამხნევო და ეს შოკოლადები მასთან ერთად შევჭამოო.

თაიამ სიცილი დაიწყო ,პირი სტკიოდა ,მაგრამ მაინც იცინოდა.ლია ქმარს მიეყრდნო და პირჯვარი გადაისახა.
Tumblr_lsgd9rfeb91qep56go1_500_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

თაია და მარიკო მარტო დარჩენილიყვნენ პალატაში.მარიკო ნერვიულობდა რაღაც უნდოდა ეთქვა ,მაგრამ ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა …

თაია დაქალს შეჰყურებდა.იცოდა მარიკო როდესაც ასე დაიწყბედა ფრჩხილების კვნეტას, მაშინ კარგი ამბავი არ უნდა ეთქვა.

–რა გინდა მარუსა .გოგო მითხარი ,სანამ ცოცხალი ვარ ! –სიცილით შეხედა თაიამ მარის.

– თაი, შეიძლება ეხლა ამის დრო არ არის,მაგრამ უნდა ვთვქვა ზურა შემხვდა გზაში ,განადგურებული იყო ,მას ეგონა,რომ შენ…ნუ შენ..მიჭირს ამის წარმოთქმა…–ამბობდა მარიკო და თვალებიდან ცრემლებს იწმენდდა– ..ეგონა,რომ მოკვდი..მივედი ვცადე მეთქვა ,რომ სხვაში აერიე შენ,მაგრამ გათიშული იყო ,ჩემს სიტყვებზე მპასუხობდა მხოლოდ ერთს : ” –ხვდები? ის ნაწყენი წავიდა ამქვეყნიდან! და წავიდა ვის გამო ? ჩემს გამო! მე მე ვარ დამნაშავე..მე უნდა ვიყო მის ადგილას ეხლა!

Tumblr_lscqhd7mih1qep56go1_500_large

თაიამ სცადა წამოდგომა .მარიკომ ხელი შეაშველა დაქალს.

–არ ვიცი, თაი …–აგრძელებდა მარიკო– იქნებ შევცდი… ნუ.. მაგრამ შემეშინდა არ მოეკლა თავი,რავიცი შენ რომ გენახა ზურა ნამდვილად იფიქრებდი, რომ თავს მოიკლავდა,და ჩემს ძმას დავავალე ზურასთან ელაპარაკა.როდესაც გოგიმ ზურას უთხრა რომ ცოცხალი ხარ,ზურა გავარდა გიჟივით სადღაც,თავიდან გვეგონა აქეთ წამოვიდოდა ,მაგრამ შევცდით,მარინე სულ რეკავს და შვილის ამბავს კითხულობს…მიმძიმს ამის თქმა მაგრამ მგონი შენი დაკარგვის ტკივილმა ზურაში ნერვული აშლილობა გამოიწვია და საღ გონებაზე ვერ არის ეხლა.

მარიკომ დაამთავრა საუბარი და თაიას გადახედა.გოგონა ტიროდა.მარიკომ არ იცოდა რა ეთქვა და ოთახიდან გავიდა.

78700837_tumblr_lmcqtvbswr1qbygswo1_500_large_large

https://i0.wp.com/www.picgifs.com/glitter-graphics/glitter-graphics/flowers/glitter-graphics-flowers-285519.gif

ახალგაზრდა ბიჭი შევარდა ყვავილების მაღაზიაში და გამყიდველს ეძგერა. “ათასი ვარდი მჭირდება ,ხუთასი წითელი და ხუთასი თეთრი სასწრაფოდ!” გოგონამ გახედა გაკვირვებულმა ,კლიენტს და არასერიოზულად უპასუხა “ამდენი ვარდი საწყობშიც არ გვაქვსო!”

Tumblr_lnhf2rmf7y1qzbqbwo1_500_large

ბიჭი გააგულისა გამყიდველის უპატივცემულობამ და დირექტორთან დამაკავშირეთო გოგონას სთხოვა.

ნახევარი საათის შემდეგ, ყვავილების მაღაზიის დირექტორი ცდილობდა სარფიან კლიენტთან მოლაპარაკებას.გადაწყდა ექვს საათში იქნებოდა ვარდები მზად და ისე გაფორმებული ,როგოც ბიჭი მოითხოვდა.

დასასრული

13 thoughts on “თაია

    1. ძალიან მიხარია : ))) 4 love.ge- ზე ვდებ ხოლმე მოთხრობებს ოღონდ ნაწილ–ნაწილ და არ მეგონა აქ თუ წაიკითხავდა ვინმე მთლიანს 😀

      Like

  1. გუშინ დავწერე კომენტარი, სადღაც 1სთ-ვის, მობილურით ვიყავი აქ შემოსული და ეტყობა არ დადო…
    მოკლედ, მაშინ ისეთი აჟიტირებული ვიყავი.
    ეხლაც იგივეს გავიმეორებ, ასეთი მაგარი სიყვარულის ისტორია, ცხოვრებაში არ წამიკითხავს.
    ძალიან, ძალიან ზეა მართლა.
    კიდევ მინდოდა რომ წამეკითხა.
    შეგიძლია, შენი სხვა მოთხრობების ლინკებიც დამიდო?
    აუცილებლად წავიკითხავ.
    იცი, იმავდროულად რომ ძალიან კარგად წერ, ასევე იგრძნობა შენი განათლების დონეც.
    აი, ისეთი სასიამოვნოა რომ კიტხულობ და ძააალიან, ძალიან საინტერესო და კარგ ფრაზებს და შედარებებს რომ ნახულობ.
    ძალიან კარგი იყო.
    ყოჩაღ!ჷ!!!!!

    Like

  2. vauuu avtor vgijdebii shenzeee…aii dzaan magari istoriaa..isetu magari ro gamis 1 saaatze daviwye “amxela”teqstis kitxva tan megobars vuziarebdii martla saocarii istoriaa iyo.erti amosuntqvit wasakitxi.ai shexvedris momentic ro agewera vapshe qool iqneboda.sagoooll ❤

    Like

დატოვე კომენტარი