ვისწავლოთ თურქული ენა (1)


თურქული ენა — თურქი ხალხის ენა. მიეკუთვნება ენათა თურქულ ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ, სავარაუდოდ ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზას თურქული ენების და ალთაურთან ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.

იქ სადაც ვმუშაობ თურქული ენის ცოდნა აუცილებელია. სწორედ ამიტომ  იძულებული გავხდი დავიწყო ამ ენის სწავლა.
პარალელურად მინდა რასაც შევისწავლი ჩემს ბლოგზე  განვათავსო. ჩემსავით– დამწყებ ,თურქული ენის შესწავლის მსურველს რომ ცოტათი მაინც გავუადვილო საქმე.

ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ.

თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს.

  ანბანი

თურქულ ანბანში 29 ასოა,
ლათინურიდან ამოღებულია Q, X და W,
+ დამატებულია 6 ასო-ნიშანი:

Ç, Ş, Ğ, I, Ö და Ü.

Aa – ა

Bb – ბ

Cc – ჯ

Çç – ჩ

Dd – დ

Ee – ე

Ff – ф

Gg – გ

Ğğ – ღ (წარმოითქმის ძალიან რბილად, ჰგავს “ი”-ს)

Hh – ჰ

– დაახლ. რუსული ы, უფრო ზუსტად ის ბგერა, რომელიც ისმის ორი თანხმოვნის წარმოთქმის დროს, მაგ. გკ (გ-სა და კ-ს შორის)

İi – ი (მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავრულ ასოსაც წერტილი ეწერება)

Jj – ჟ

Kk – ქ

Ll – ლ

Mm – მ

Nn – ნ

Oo – ო

Öö – დაახლ. იო

Pp – ფ

Rr – რ

Ss – ს

Şş – შ

Tt – თ

Uu – უ

Üü – დაახლ. იუ

Vv – ვ

Yy – უმარცვლო ი

Zz – ზ

თურქულ ენაში იკითხება ისე, როგორც იწერება.

თურქულს აქვს ფიქსირებული მახვილი, რომელიც მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. გამონაკლისია სახელმწიფოთა დასახელება, სადაც მახვილი პირველ მარცვალზეა.

თურქულ ენაში მთავრული(დიდი) ასოთი იწერება:

ა) კერძო სახელები
ბ) გეოგრაფიული სახელები
გ) ეროვნული კუთვნილების ზედსართავები
დ) ალლაჰი, მუჰამმადი და სხვა ისლამური სიტყვები

დამატებითი ნიშნები:

ა) არაბულის გავლენით, შეიძლება თურქულ ხმოვანს თავზე გაუკეთდეს ^ ნიშანი, რაც ნიშნავს რომ ხმოვანი არბილებს მის წინ მდგომ თანხმოვანს

მაგ. İslâm – დაახლ. ислям

ბ) თურქულში აპოსტროფი გამოიყენება კერძო სახელისგან ბრუნვის ნიშანის გამოსაცალკევებლად
მაგ.:

Ben Batum‘a gittim [ბენ ბათუმა გითთიმ] – მე ბათუმში წავედი

წაკითხვის მაგალითები:

Ben Türkçe öğreniyorum [ბენ თურქჩე ოირენიორუმ] – მე ვსწავლობ თურქულს

Ahmet çay içti [აჰმეთ ჩაი იჩთი] – აჰმედმა ჩაი დალია

Sen bu kitap beğendin mi? [სენ ბუ ქითაფ ბეიენდინ მი?] – შენ ეს წიგნი მოგეწონა?

İstanbul Türkiye’nin en büyük ve en güzel şehiri [ისთანბულ თურქიენინ ენ ბუიუქ ვე ენ გუზელ შეჰირი] – სტამბული თურქეთის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ქალაქია

İki saat sonra evden çıkma! [იქი საათ სონრა ევდენ ჩქმა*] – ორი საათის შემდეგ სახლიდან არ გახვიდე

* რეალურად “ჩ”-სა და “ქ”-ს შორის, ირაციონალური ბგერა ისმის, როგორც ერთად რომ წარმოვთქვათ “ჩ-ქ” აი ისეთი.

 

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა — Merhaba; Selam   ( მერჰაბა ,  სელიამ)
  • როგორ ხართ — nasılsınız?           (ნაა–სილიზინის)
  • რას აკეთებ? — ne yapıyorsun?  ( ნე იაფიორსუმ)
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — Hoş geldiniz  (ჰოშ გელდინეზ)
  • გმადლობთ — Teşekkür ederim; Sağolun  (თეშე ქიურედირუმ) ;  (სოღულუნ)
  • კი / არა — Evet / Hayır (ევეთ , ჰაიარ)  .
  • გეთაყვა — Lütfen  (ლიუთფენ)
  • ნახვამდის — Allaha ısmarladık; Güle güle (ალაჰა ისმაიარლადიქ )   (გიულე –გიულე)

80 thoughts on “ვისწავლოთ თურქული ენა (1)

  1. kartuli anbani ra lamzia da ucxo eseni latinur asoebs ikeneben axla vxvdebi ra diadi eri vart da samwuxaroa moamagirebad udgas qartvelebi turkebs, qartuli anbani ertadertia da gansxvavebuli amit unda viamakot kvelas monapari latinuri asoebi aqvt

    Like

  2. მედცეზირს ვუყურებ, ვცოდვილობ. მხოლოდ 10 სერიას აქვს ინგლისური სუბტიტრები. ფაქტობროვად,ბევრი არაფერი მესმის, თუმცა უკვე ისე მაინტერესებს, რომ თურქულის სწავლა დავიწყე ინტერნეტში. შედეგები მაქვს, რადგან დღეს რომ ვუყურე დაახლოებით მივხვდი, რაზე საუბრობდნენ, ბევრი სიტყვის მნიშვნელობა ვიცოდი და აზრიც გამოტანაც შევძელი, ალბათ. 😀
    მოკლედ, დიდი მადლობა, მშვენიერი პოსტია!

    Like

  3. მშვენივრად გაგიკეთებიათ ყველაფერი თუმცა მცირედ შესწორებას შემოვიტან თქვენის ნებართვით…

    გამარჯობა — Merhaba; Selam ( მერჰაბა , სელამ)
    როგორ ხართ — nasılsınız? (ნასილსინიზ)
    რას აკეთებ? — ne yapıyorsun? ( ნე იაფიორსუნ)
    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება — Hoş geldiniz (ჰოშ გელდინიზ)
    გმადლობთ — Teşekkür ederim; Sağolun (თეშექიურედერიმ) ; (საღოლუნ)
    კი / არა — Evet / Hayır (ევეთ , ჰაირ) .
    გეთაყვა — Lütfen (ლიუთფენ)
    ნახვამდის — Allaha ısmarladık; Güle güle (ალაჰა ისმარლადიქ ) (გიულე –გიულე)

    Like

  4. მოგესალმებით, ძალიან ბევრი შეტყობინება შემომდის.
    გაკვეთილებს აუცილებლად დავდებ და გავაგრძელებ.

    სანამ ახალ გაკვეთილებს დავდებ ვისაც გსურთ თურქულის შესწავლა და რუსული ენა გესმით

    შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ საიტით

    http://lingust.ru/t%C3%BCrk%C3%A7e/t%C3%BCrk%C3%A7e-dersleri

    Like

  5. Ben türküm gürcüce öğrenmek istiyorum türkçe öğrenmek isteyen arkadaşlar varsa iletişim kuralım.
    ვარ თურქული. მე მინდა, რომ სწავლობენ ქართულ. მე მეგობრებს დაეხმარება, ვისაც სურს ისწავლოს თურქული. +995.557.644.780 ურთიერთობა

    Like

  6. Mogesalmebit da uagresad did madlierebas gadmogcemt aseti shesanishnavi wamowyebisatvis.simartle gitxrat,tqveni saitis naxvis shemdeg gamichnda turquli enis sheswavlis survili.mit upro,rom sazgvargaret vimyopebi da turqetis sazgvris gadakvetis dros,dzalian mnishvnelovania chemtvis tundac oriode sityvis codna.vnaxe tqvens mier rusul enaze shemotavazebuli gverdic,dzalian kargia da kidev ertxel did madlobas gixdit,magram erti umorchilesi txovna maqvs,tutqventvis shesadzlebelia,is mciredi shecdomebi,rac vipove,orive gverdis ertmanettan shedarebis dros,dzalian didi txovna meqneba,iqneb shedzlot da shecdomis gareshe mogvawodot Gakvetilebi.me,tqvenit vswavlob turqul enas da ar minda shecdomit da arasworad rom viswavlo,torem tavidan atvisebuli nebismieri ram upro rcheba mexsierebashi,vidre shemdegshi shesworebuli.ugrmesi madloba tqven da ukacravad mititebisatvis.

    Like

  7. skolashi vswavlob turkuls sakmaod kargad vici es kvelaferi..:) dzalian kargi ideaa tu sxvebs amas aswavli magram bevri shecdomebia da ase tu gaagrdzeleb shens tavsac shecdomashi sheikvan,da sxvasac shecdomit aswavli..:) unda gamoasworo tu gaagrdzeleb:)

    Like

  8. მოგესალმებით ყველას! ზოგადად უცხო ენის შესწავლა ადვილი როდია. მეტ-ნაკლებად ვფლობ რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებს. სამი წელი დამჭირდა იმისათვის, რომ დამედგინა თურქული ენის სწავლების ოპტიმალური ვარიანტი. 2018 წლის იანვარში გამოვეცი “თურქული ენის თვითმასწავლებელი”,რომელშიც მარტივად განმარტებულია გრამატიკა და დართული აქვს სასაუბრო თემები. გირჩევთ მისი გამოყენებით დაიწყოთ თურქული ენის შესწავლა. თუ რომელიმე საკითხზე კითხვები გაგიჩნდებათ შეგიძლიათ დამირეკოთ 599 93 31 80 . პატ. ოთარ სურმანიძე.

    Like

  9. ძალიან კარგი ბლოგია ❤ უკვე კითხვა ვისწავლე ❤ ახლა ცოტა გრამატიკა და სიტყვები და მისი მნიშვნელობები დამრჩა და თურქული მეოთხე ენად მეცოდინება ❤ წარმატებები ყველას ❤ ძალიან გთხოვთ კიდევ დადეთ ბლოგები ❤ სადაც უხვად იქნება სიტყვები მისი მნიშვნელობებით ❤

    Like

დატოვე კომენტარი