მე ,,ის” ვარ


love, quote, and phobia imageყველაფერი მიჩვევაა. მიჩვევა ცვლის ადამიანს. გცვლის შენ, მას და ჯამში სულ სხვა მე გიცქერს სარკის ანარეკლიდან. მიჩვევა ძლიერია. იმდენად ძლიერი, რომ მომენტებში ვეღარ ხვდები ადრე რომ გრძნობები გქონდა და სიყვარულს არქმევდი იყო კი რეალურად ნამდვილი?!

ფიქრი მეზარება. ეხლა მხოლოდ ვგრძნობ იმას, რომ რაღაც უფრო ძლიერი ვიდრე სიყვარული. უფრო ძლიერი, ვიდრე ყველა გრძნობა რაც აქამდე განმიცდია, თან დამაქვს. მე სავსე ვარ. სავსე ადამიანით, რომელმაც შემცვალა.

ვიღაც იტყვის სიყვარული შეჩვევა არ არისო. თურმე როგორ ვცდებოდი. შეუძლებელია ადამიანი შეგიყვარდეს თუ ყოველ დღე, ყოველ წამს არ ნახე და არ დარწმუნდი მის არსებობაში. არ დარწმუნდი, რომ ეს ის ადამიანია ვისით ცოცხლობ. იმდენად შევეჩვიე რომ მისი და ჩემი აირია. ეხლა აღარ ვიცი ვინ ვარ, რა ვარ და სად ვარ.

ერთადერთი რასავ ვგრძნობ და ვხვდები ისაა, რომ მე მთელი ცხოვრება მოვდიოდი რათა დამენახა მისი თვალები, მომესმინა მისი ხმა და შემეგრძნო რამდენად სასიამოვნო და თავბრუდამხვევია მისი თბილი სიტყვების მოსმენა. მოვდიოდი რათა მეპოვნა ჩემი მეორე მე. ჩამეჯინა სულში. მისი თვალებით დამენახა სამყარო.

ეს ის მომენტია როდესაც ყოველი მატერიალური, ყოფითი გავიწყდება. შენ ცოცხლობ რათა უყურო როგორი ბედნიერია ის და დატკბე ამით.

გავჭედე?! ალბათ, დიდი ხანია გავჭედე. მაშინ გავჭედე როცა დღეში სამჯერ გაგიჟებული გავრბოდი მასთან შესახვედრად და ვერ ვძღებოდი მისი ცქერით.

დღეს მე სხვა ვარ. დღეს ჩემი ყოველი დღე იწყება მასზე ფიქრით და ჩემი ყოველი ქმედება უკავშირდება მომავალს, რომელსაც მასთან გავატარებ.

მე ბედნიერი ვარ. გრძნობა რომელსაც ვგრძნობ და გავცემ ბუმერანგივით უკან მიბრუნდება და იმდენად მაბრუებს… ჩემს პრინციპებს, სიამაყეს, მისწრაფებებს მავიწყებს….

თუ გიყვარს თურმე ყველაფერს თმობ. ყველაფერზე მიდიხარ და ცდილობ იცხოვრო რათა ის გააბედნიერო.

ასე ძლიერ რომ შეგიყვარდეს კი საჭიროა ერთი მთავარი რამ:
– ნახო ყოველ დღე! დაიჭირო მისი ყოველი ჟესტი, სიტყვა, ქცევა მანერა. შეისისხლხორცო და იგრძნობ როგორ მთლიანდები სულიერად.

სხეული რომელშიც ცხოვრობ


08workout1 ყველა ქალი ლამაზია.

ბანალურად ჟღერს მაგრამ მე ნამდვილად მჯერა ამის.

ყველა ქალს აქვს რაღაც შარმი და არ აქვს მნიშვნელობა სიმაღლეს, მკერდის ზომას, კბილების სითეთრესა თუ ტუჩების სისქეს.

გარდატეხის ასაკში ძალიან მახინჯი მეგონა თავი. მეგონა რა?! ვიყავი კიდევაც გონჯი. გამონაყარი, უპროპორციოდ გაზრდილი მკერდი და გიტარასავით საჯდომი მაკომპლექსებდა.  ეხლა რომ ვუკვირდები უბრალოდ ძალიან ვაქცევდი სხვის აზრს ყურადღებას და სილამაზის ჩარჩოებში მოქცეული ვცდილობდი მეც ამ ჩარჩოში თუ არა მინიმუმ ჩარჩომდე მაინც მივფორთხილიყავი.

შემდეგ ასაკთან ერთად გამონაყარიც გაქრა. საკუთარი თავის ფასი გაიზარდა და ეხლა ვცხოვრობ არა იმისთვის თუ მოვეწონები თუ არა ვიღაც იქს ან იგრეკს არამედ თუ რა შეიძლება შევცვალო გამოვასწორო უკეთესობისკენ გარეგნობა, ხასიათსა და საერთოდ ჩემს ცხოვრებაში.

ყველაზე მაგარი რაც საკუთარ თავს ვაჩუქე ამ წელს ვარჯიშია. აქტიური ვარჯიში. ვიგრძენი როგორ გავიზარდე ფსიქოლოგიურად და როგორ დამიმშვიდდა ნერვული სისტემა. Continue reading “სხეული რომელშიც ცხოვრობ”

მზეწვიმდა


large

– დღეს მზიანი დღეა! – თქვა და ახედა ცას. წვიმის წვეთები სახეს უსველებდა.  თვალები ჩაშავებოდა და შავი ფანქარი სამგლოვიარო იერს აძლევდა. კაცს ცირკის ჯამბაზს მოაგონებდა. ,,დიახ, დღეს მზიანი დღეა!” – გაიძახოდა და ამით ცდილობდა აეხსნა ის გრძნობა, რაც გულში გასჩენოდა. Continue reading “მზეწვიმდა”

ცხოვრება განა კინოა?


წამია ჩვენი შეხვედრა, გრძნობა ჩემია ნამდვილი.
შენში  კი ვფიქრობ ვნებაა, ბინძური აღვირახსნილი.
მინდა გიყვარდე მასავით, ხელი ჩამკიდო ხატის წინ,
გიყვარდე უკიდეგანოდ, გრძნობები ცაში აწვდილი.
უფალი ხედავს ზეციდან, ფიქრები დღეს მე მერევა,
სიყვარულს ვარქმევ სახელად გრძნობას რომელიც მერევა.
დავხატავ სახეს ფურცელზე, თვალებში ისევ სევდიანს,
ლამაზი გოგო და ბიჭი დღეს ისევ ისე ეტრფიან.
დრო შეცვლის იმას რაც იყო, ალბათ მოიტანს სიახლეს,
გული კი ძლიერ  დაშლილი, ტკივილით უნდა განახლდეს.
ნუ მისცემთ სულის ნაწილებს, გაეცით მხოლოდ მცირედი,
გიყვარდეთ ჩუმად უთქმელად, გაზომეთ გრძნობის სიგრძედი.
დახუჭეთ თვალის ბიბილო, უსმინეთ სულის სიმღერას,
და თუ ორჭოფობთ, შეჩერდით, გიყვართ თუ მხოლოდ ისე რა?!

 

 

Life


large (1)ადრე ვფიქრობდი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებდი, სხვაზე აუგს არ ვიტყოდი, მშობლებს არ ვაწყენიებდი და საერთოდ ადრე ძალიან ბევს ვფიქრობდი…

თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი რომ დევიზი ,,არასოდეს თქვა არასოდეს” ზუსტია.

ალბათ, ასე ოთხი წლის წინ ჩემთვის, რომ ეკითხათ რას ვიფიქრებდი მამაკაცზე, რომელსაც ცოლიც ყავს და ხუთი საყვარელი. პასუხი რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა, იმ აზრთან რაც დღეს მაქვს. ვერ ვამტყუნებ მონოგამ მამაკაცებს. ალბათ ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ დღე ერთიდაიგივე სახის დანახვა, თუნდაც ეს სახე ძალიან გიყვარდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ საკუთარი გამომეტყველება იმდენად მბეზრდება ვცდილობ ყველანაირად შევცვალო რაღაც ჩემს ,,სიფათში” და შედეგად ჩემი თმა ცისარტყელას უწევს კონკურენციას ფერების სპექტრში და სხვა თუ მოგბეზრდა არ უნდა გიკვირდეს.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პირში მივახლიდი ჩემს მეზობელს, თუ როგორ არ მსიამოვნებს ყოველ ღამე მისი კვნესის მოსმენა და ამის შემდეგ ღამის ოთხ საათზე პიანინოზე კლავიშების ,,რახუნი”. საცოდავი შოპენი ალბათ ერთხელაც იქნება აღსდგება საფლავიდან და შურს იძიებს ყველა იმ ადამიანზე ვინც მის ვალსსა და ნოქტიურნს ასე საჯაროდ ,,აუპატიურებს”.   Continue reading “Life”

მარკეტინგის როლი ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობაში


 თუ რამეში დაგეხმარებათ გთავაზობთ ჩემს საბაკალავრო თემას მარკეტინგზე : )))

მარკეტინგის როლი ბანკის კორპორაციულ
კლიენტებთან მუშაობაში Continue reading “მარკეტინგის როლი ბანკის კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობაში”

დახატული ჩახატული


 

მე მინდა ვიყო არისტოკრატი
ვემსგავსო იმ ქალს წიგნიდან მაცდურს
სადღაც გაისმის ალბათ მოცარტი
ბურჟუაზია იკავებს წარსულს.

ქცევები ნაზი ჰაეროვანი
ფრანგულ-რუსული აქცენტი ქალის
-ჟო დე პა
პა ღი დო… Continue reading “დახატული ჩახატული”

Summer job !


დღეს 20 ივლისია , რაც იმას ნიშნავს რომ  დაიწყო საზაფხულო სამსახური ,რომელიც 20 აგვისტომდე გაგრძელდება.
რომ არა ჩემი ქუთაისელი დაქალი და მისი შეუდარებელი კომპიუტერი , დავრჩებოდი დაუსაქმებელი 😀  გული ნამდვილად დამწყდებოდა,  რადგან ვერ მოვისმენდი ბანკომატის “ჯადოსნურ” ხმას – ფულის ჩამოყრის დროს, ვერ შევამოწმებდი ნაშთს –დამრჩა თუ არა კიდევ რამე და უბრალოდ ასე დავხამდებოდი სხვის ხელფასზე..
ჩემი დაქალი დარეგისტრირდა “წამკითხველის დამხმარედ”. საკმაოდ საინტერესო სამსახურია მე თუ მკითხავთ.
მაგალითად, ქალს რომელიც ჩემთან “სოჩიკებს” ამოწმებს ნადვილად სჭირდება დამხმარე , სიმაღლის გამო. ვერ წვდება და მაინც მე მეუბნება მიკარნახე ერთი შვილოოო!
და ასე გახდა ჩემი დაქალი  სოჩიკების “რისხვა ” და მე კი  სკოლაში სარემონტო სამუშაოები მერგო წილად. Continue reading “Summer job !”

საეთო სამაგისტრო გამოცდა 2012


დღეს დამთავრდა საერთო სამაგისტრო გამოცდა 2012 ,რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა. გუშინ წაკითხულის გააზრება დავწერე და დღეს კი ლოგიკა და რაოდენობრივი მსჯელობა.
სიმართლე გითხრათ, თავს ისე ვგრძნობ თითქოს ჩავიჭერი და ყველა საკითხი შემეშალა .  პრეტესტი მქონდა დაწერილი ერთი თვის წინ , 806 აპლიკანტი ვიყავი და იქ 35 ქულა ავიღე ჯამში. როგორც იტყვიან თავში ამივარდა ,ბარიერს გადავლახავთქო და არც მიმეცადინია არაფერი ამ ერთი თვის განმავლობაში.
მთავარ შეკითხვაზე იყო თუ არა რთული წლევანდელი გამოცდები,ვიტყვი რომ ჩემთვის იყო საშინელება…. Continue reading “საეთო სამაგისტრო გამოცდა 2012”

სიკვდილმა დღეს ჩვენ გაგვრიყა


     ცხოვრება ერთი გაელვებაა და ადამიანის დანიშნულებაა ამ გაელვებაში რაც შეიძლება ბევრჯერ მიაწოდოს ჯანგბადი ფილტვებს.
ცხოვრებას “აბანძებს”     სხადასხვა ფაქტორი. მათ შორის კი  ის , რომ არავინ იცის როდის დავტოვებთ ამ ქვეყანას ჩვენ ან ჩვენი ახლობლები.
” რომ მცოდნოდა ასე მალე წახვიდოდი იმდენ რამეს გეტყოდი ალბათ საუბრით დაგღლიდი ,მოვიოხებდი გულს და მილიონჯერ გეტყოდი სიტყვას ” მიყვარხარ” ….
თუმცა სწორედ იმას ჰქონია ” მუღამი” რომ მომესწრო თქმა …
მეც ვამბობდი ,მაგრამ ეხლა მაინც დაუკმაყოფლებლობის შეგრძნება დამრჩა რატომღაც.
რას გრძნობს ის ,რომელსაც მოულოდნელად ხელიდან ეცლება  ადამიანი ,რომელიც სიგიჟემდე უყვარს?
ჩემს შემთხვევაში არც ტკივილს ვგრძნობ და არც სიხარულს , არც ის მადარდებს ვინ რას იტყვის, რას იზამს, რას მოიმოქმედებს, რაზე ბრაზობს , რა უნდა , რა სურს, რა არ მოსწონს… პირდაპირი გაგებით დღეს მე ყველა  ფეხ*ზე  მკიდია.
ბავშვობაში უფალს ვთხოვდი განსაცდელის მოვლენამდე მე წავეყვანე იმ ქვეყნად.  ეხლა კი ვთხოვ დაუმკვიდროს სასუფეველი ყველა გარდაცვლილს.

დღეს მე უხასიათობა შემპყრობია თავისი ცივი თვალებით,
დღეს მე მარტოობა არ მშორდება  მუმიად ვქეულვარ არ ვთბები,
დღეს მე ფსალმუნებად დავიღვარე , ცრემლები სადღაც გამიქრა
ვინც ძლიერ ძლიერ მენატრება მან დღეს მე არა რა მითხრა.
ტირილიც თურმე მეკრძალება ზედმეტი ცრემლები მლაშეა
სამყარო ჩემი მენანება, უშენოდ ცხოვრება მწარეა.
ტკივილი სულის რა უცხოა , შორიდან მოსულა სიკვდილი
უფალთან სანთელით მე გეძახი  , სიცოცხლე ყოფილა ურჯული.
თურმე რამდენი სათქმელი მაქვს,გულში რომ მქონდა უწყინრად
მიყვარხარ მჭირდები ჩემო კარგო, სიკვდილმა დღეს ჩვენ გაგვრიყა.

პიარი


ეს ჩემი ერთ–ერთი თემაა ,რომელიც ბაკალავრად ყოფნის წლებში დავწერე . თუ გაინტერესებთ პიარის განვითარება და ზოგადად მისი მნიშვნელობა შეგიძლიათ ჩაუჯდეთ და  წაიკითხოთ

ანოტაცია

    „საზოგადოება სხვადასხვა ჯგუფების ერთობლიობაა, რომლებიც ამყარებენ კონტაქტებს ერთმანეთთან. იმისთვის, რომ საზოგადოების ინფორმირება მოხდეს საჭიროა არა მარტო ერთი წყარო არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების, არამედ მიმღები, რომელიც გამოიწვევს რეაქციას.

პიარი ზუსტად ორმხრივი ურთიერთობები და ორმხრივი კომუნიკაციაა, როდესაც მოსაუბრეები ცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას და უზიარებენ აზრებს ერთმანეთს. Continue reading “პიარი”

მესაფლავე


ერთფეროვნება იმდენად მაბრუებს,რომ ხანდახან ვერ ვხვდები ცხოვრების მნიშვნელობას. იმდენად რობოტივით აკეთებ ყველაფერს,რომ გავიწყდება გრძნობების აღქმა. უზრუნველმა ცხოვრებამ ,კარგმა კარიერამ და დაგეგმილმა მომავალმა რეალობის შეგრძნების უნარი შეიძლება დაგიკარგოს და გაგთიშოს.

ყველაფერი გაქვს შენ,მე,მას…..

რაღაც გაკლია?–სისულელეა! თუ, გაქვს საშუალება და ამას კითხულობ  ე.ი. ინტერნეტიც გაქვს და კომპიუტერიც,შესაბამისად ელემენტარული სიცოცხლისთვის საჭირო პირობებიც გექნება.

შეიძლება ახალი “მაქბუქი” გინდა ან საკუთარი ავტომობილი….

მაგრამ ასეა თუ ისეა მაინც გაქვს საშუალება,რომ “ზარას” ტანსაცმელში გამოწყობილმა იტრიალო ბრბოში სახელად “საზოგადოება”. გულში კი მაინც სიცარიელე იგრძნო ამ დროს. Continue reading “მესაფლავე”

როცა ვერ ამბობს…


https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/26810339/tumblr_m1x8rk1tVc1r26v8co1_500_large.jpg

როცა ვერ ამბობს ბაგენი მართალს,
ფურცელზე ვცდილობ ვაცეკვო ტანგო
კალამი ხშირად ამიხდის კაბას
მიძვრება სულში ურცხვად ბოგანო.

გული მატკინეს სადღაც შიგნიდან
კალამით ვცდილობ გავიქრა დარდი
მელანი ჩუმად ხმაურობს თეთრზე
რა ქვნა რომ მე დღეს ასე ავვარდი.

და მერე რა ? ვიცი ! არც არაფერი.
ფურცელი მაინც არაფერს ამბობს.
მე ისევ დავწერ ვიცი ამ ჯერზეც
და ავამღერებ გულში იადონს.

და მე ვწერ ჩემთვის ჩუმად უსიტყვოდ
ვის რა ხელი აქვს გამკიცხოს ახლა,
პოეტი არც ვარ მაგრამ ცოტათი
მწერლის ამპლუას ვითავსებ  მართლა.

ვისწავლოთ თურქული ენა 2


ხმოვნების შეთანხმების წესი

დააკვირდით ცხრილს:

ხმოვნები:       –  წინა რიგის          |      უკანა რიგის

1. რბილი–           e,    i                       |    Ö   ,   Ü

2. მაგარი–           a,    l                       |    O ,    U

თურქულ ენაში ყველა ბოლოსართი (სუფიქსი) სიტყვას დაერთვის იმის მიხედვით, თუ რომელი რიგის ხმოვანია ბოლო ხმოვანი ამ სიტყვის ფუძეში.

სუფიქსები არსებობს 2 ტიპის:

1. ორვარიანტიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმები მაგარი ხმოვნებისთვის და რბილი ხმოვნებისთვის Continue reading “ვისწავლოთ თურქული ენა 2”

ვისწავლოთ თურქული ენა (1)


თურქული ენა — თურქი ხალხის ენა. მიეკუთვნება ენათა თურქულ ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ, სავარაუდოდ ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზას თურქული ენების და ალთაურთან ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.

იქ სადაც ვმუშაობ თურქული ენის ცოდნა აუცილებელია. სწორედ ამიტომ  იძულებული გავხდი დავიწყო ამ ენის სწავლა.
პარალელურად მინდა რასაც შევისწავლი ჩემს ბლოგზე  განვათავსო. ჩემსავით– დამწყებ ,თურქული ენის შესწავლის მსურველს რომ ცოტათი მაინც გავუადვილო საქმე.

ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ.

თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს.

  ანბანი
Continue reading “ვისწავლოთ თურქული ენა (1)”

ერთი მოქალაქის ხმა


    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – საჯარო რეესტრი ეს არის დაწესებულება სადაც შეგიძლიათ ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია მოახდინოთ მარტივად და უმოკლეს ვადებში.
მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია  და გათვლილია მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად.

თუმცა…..  
მე სულ რაღაც ორჯერ მომიწია საჯარო რეესტრთან საქმის ქონა და ორივეჯერ მომსახურე პერსონალის არაკომპეტენტურობამ ლამის გადამრია.
პირველად   ქუთაისში მოგვიწია საჯარო რეესტრთან ურთიერთობა–  ბინის ამონაწერის განახლება .

ვინც არ იცით აგიხსნით ,სანამ ბინას ასხვისებ საჭიროა განაახლო  ამონაწერი ,სადაც მითითებული იქნება დატვირთულია თუ არა ქონება იპოთეკით ან ადევს თუ არა ყადაღა. ეს პატარა ფურცელი 50 ლარი ღირს და ამ თანხას მომსახურეობის 1 ლარი ემატება.   პასუხი ამონაწერის შესახებ იმ ნომერზე მოგდის,რომელსაც განაცხადის გაკეთების დროს უთითებ. Continue reading “ერთი მოქალაქის ხმა”

ჯინსების თაობა


გეგა კობახიძე

    ”ჯინსების თაობა” მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც
უამრავი სიცოცხლით სავსე ქართველი შეეწირა… წიგნის შინაარსი ასეთია:
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.

    წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით
 
მიუხედავად ყველაფრისა,საქართველოში მაინც სჯეროდათ რომ თვითმფრინავის გამტაცებლებს არ დახვრეტდნენ.ზოგიერთებს იმდენად სურდათ,რომ ეს არ მომხდარიყო,თვითონვე იგონებდნენ სხვადასხვა ვერსიას და მათ შორის ყველაზე გავრცელებული ციმბირის ვერსია იყო.ამბობდნენ, Continue reading “ჯინსების თაობა”

ნაცნობყოფილი


მას სურდა ყოფილიყო გამორჩეული.
შეძლებოდა სურვილების დამორჩილება,მართვა,თავის სასარგებლოდ ემოციების გადაბირება.
სურდა არ ყოფილიყო ვიღაცის მომავალი,არც წარსული,არც აწმყო…
სურდა ყოფილიყო მხოლოდ საკუთარი თავის ,საკუთარი შეგრძნებების “მეფე”.
რადგან მიაჩნდა,რომ სისუსტე და სხვაზე დამოკიდებულება იყო მიზეზი ასე ერთნაირი და უინტერესო  რომ  ეჩვენებოდა საზოგადოების ინდივიდები…არადა იმდენად ისწრაფვოდა განშორებოდა ხალხის ბრბოს..ვერ დაუშვებდა დამსგავსებოდა იმ ბიჭსა თუ გოგოს გულის სიღრმეში რომ დასცინოდა სულ . Continue reading “ნაცნობყოფილი”

ორი ბილეთი ჯოჯოხეთამდე!


https://i2.wp.com/data.whicdn.com/images/24136829/tumblr_m09lgiaoT71r37t0ao1_500_large.jpg
ისევ თავის ტკივილმა გააღვიძა. წამოდგომა სცადა თუმცა, არც ისე ბებერი ძვლები,ასე უდროოდ რომ დამსგასებოდა ასი წლისას, ვერ აკრიფა საწოლიდან.
წუხანდელი ღამე ბუნდოვნად ახსოვდა. ზუსტად იცოდა ხვალინდელიც ისეთივე იქნებოდა ,როგორც წინა. ისეთივე ცოდვიანი….
მოგონებებიც გამქრალიყო მის ათას ოთხას გრამს რომ იწონიდა ისეთ ტვინში . ოთახში ჩამყაყებული სუნი გამეფებულიყო და ეს მზე ფანჯრიდან დაუკითხავად რომ შემოპარულიყო, ნამდვილად არ უხდებოდა ნატალიას გუნებას.
ადგა და ფარდა უხეშად გასწია. სქელი ბარხატის ქსოვილი,რომელიც ოდესღაც დედამ ჩამოკიდა მტვერისგან, სიძველისგან და კიდევ ალბათ გაუნძრევლობისგან საშინლად დამძიმებულიყო. Continue reading “ორი ბილეთი ჯოჯოხეთამდე!”

მზერა


Dl-02_large

თავისუფლებას–ამ სიტყვას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს(გაითვალისწინეთ რომ მე ამჯერად არ ვსაუბრობ მრავალწლიანი მონობის შემდეგ რომელიმე ქვეყნის თავისუფლებაზე, მე ვსაუბრობ ადამიანის თავისუფლებაზე!) ზოგი ბუნებაში გრძნობს თავისუფლად თავს,ზოგი მაშინ როცა “საქანელაზე ქანაობს”,ზოგი ღამით როცა ქალაქის ხედს უყურებს,ზღვის პირას მარტო სეირნობის დროს,როცა მუსიკას ვუკრავთ,ვუსმენთ ან ვმღერით,ზოგისთვის თავისუფლება მაშინ იწყება როცა იგი “მთვრალია”,სადაც არ უნდა ვიყოთ მეგობრებთან ერთად და ვიქცევით ისე როგორც გვინდა!
მაგრამ ეხლა ამ წუთას
  რა მომწონს? – ორ ოთახიანი ბინა,მეორე სართულზე  ჩემს განკარგულებაში რომ არის –მთელი ოცდაოთხი საათის განმავლობაში. არც სააბაზანოში გეცილება ვინმე და არც სახლის დალაგებას გაიძულებს მშობლები.
თავისუფალი ვარ დღეიდან ზუსტად ოთხი წელიწადი.სანამ არ ავიღებ ბაკალავრის დიპლომს. მაგრამ  რადგანაც ჩემი დაქალი ამბობს,რომ დიპლომის აღების შემდეგ უფრო თავისუფალი ვხდები.ამიტომ უნდა ვთქვა ,რომ  რაც Continue reading “მზერა”