კლიპი ” ჩააქრე და გამომყევი ”


რეჟისორი David Imedo

თუ მოგეწონა კლიპი მოიწონე  david imedos გვერდი “ანტი თამბაქოს კომპანია”

      

ემოცია 0



ამას წინათ, შეხვედრაზე ვიყავი…

“ბრბო” შეიკრიბა და განიხილავდა სხვადასხვა საკითხებს. უფრო სწორად უკვე განხილულიყო  და მსჯელობის იმიტაციას უფრო ჰგავდა გვერდიდან .

თითქოს რაზეც საუბრობდნენ ვეთანხმებოდი კიდევაც და თან არ ვეთანხმებოდი. მსურდა პოლემიკაში ჩაბმა ,მაგრამ საშინელ მარწუხებს ვგრძნობდი შიგნიდან ….

ვითომდა დაქალებმაც კი გამრიყეს  : – ქუსლები გაცვია?  მაღალი ჩანხარო …” და აღარ გამიკარეს , რომ მცოდნოდა “ბალეტკებს” ჩავიცმევდი …
Read the rest of this entry

როგორია შენი იდეალი?


პირადული საუბარი ;)

     გუშინ მე და ჩემი დაქალი ვსაუბრობდით თუ რას ნიშნავს ჩვენთვის  “კაი ბიჭი”.
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მამაკაცი ,რომ მას ჩვენს ფიქრებში დედაბითი შეფასება მივანიჭოთ და “საშინლად მოგვეწონოს”.
დიალოგი დაიწყო ბანალური ფრაზებით, გვეგონა რომ ძალიან ცოტა რამ გვჭირდება ბიჭისგან რომ საბოლოოდ მოგვწონებოდა ის,თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა….
Read the rest of this entry

მესაფლავე


ერთფეროვნება იმდენად მაბრუებს,რომ ხანდახან ვერ ვხვდები ცხოვრების მნიშვნელობას. იმდენად რობოტივით აკეთებ ყველაფერს,რომ გავიწყდება გრძნობების აღქმა. უზრუნველმა ცხოვრებამ ,კარგმა კარიერამ და დაგეგმილმა მომავალმა რეალობის შეგრძნების უნარი შეიძლება დაგიკარგოს და გაგთიშოს.

ყველაფერი გაქვს შენ,მე,მას…..

რაღაც გაკლია?–სისულელეა! თუ, გაქვს საშუალება და ამას კითხულობ  ე.ი. ინტერნეტიც გაქვს და კომპიუტერიც,შესაბამისად ელემენტარული სიცოცხლისთვის საჭირო პირობებიც გექნება.

შეიძლება ახალი “მაქბუქი” გინდა ან საკუთარი ავტომობილი….

მაგრამ ასეა თუ ისეა მაინც გაქვს საშუალება,რომ “ზარას” ტანსაცმელში გამოწყობილმა იტრიალო ბრბოში სახელად “საზოგადოება”. გულში კი მაინც სიცარიელე იგრძნო ამ დროს. Read the rest of this entry

ეჭვიანობა ვნებაზე


beqa elbaqidze “ეჭვიანობა ვნებაზე”

მოღალატე ვარ?


ოჯახი ჩემთვის წმინდათა წმინდაა და მიმაჩნია,რომ როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო  ნაბიჯს დგამ და შენს ბედს შენს მეორე ნახევარს უკავშირებ  ყველაფერი უნდა გააკეთო ცხოვრების ბოლო წუთამდეც კი ,რომ შენი მეუღლე  გააბედნიერო.

სასაუბროდ მარტივია დამეთანხმებით… შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო როგორია ჩემი იდეალური მეორე ნახევარი და როგორი ურთიერთობა გვექნება ჩვენ შემდგომ.არა მგონია ეს ვინმესთვის საინტერესო იყოს.მით უფრო,რომ განსხვავებული შეხედულება ოჯახთან დაკავშირებით არ გამაჩნია! Read the rest of this entry

რაზე უნდა წეროს ბლოგერმა?


http://data.whicdn.com/images/23344409/tumblr_lub9exZwOT1qhr78yo1_500_large.jpg

თუ ბლოგერი ხარ უნდა წერო იმ თემებზე ,რითიც საზოგადოებას მიიზიდავ.

და რა აინტერსებს დღევანდელ თაობას? რაზე წერენ ბლოგერები? თუ გადავხედავთ პოპულარულ ბლოგებს wordpress -ზე, ძირითადად შემდეგ  თემებს განიხილავენ ხოლმე,ეს არის : 1) სექსი ; 2) დიეტა ;

მოთხრობები ეროტიული შინაარსით მოთხოვნადია და ამაზე ის კომენტარები მიუთითებს ნაწარმოებების ქვემოთ რომ გვხვდება ხოლმე…

მოდით დავფიქრდეთ ….

ბლოგერი იმიტომ რეგისტრირდება საიტზე ,რომ თავი დაიმკვიდროს ამ სისტემაში .ის  ბლოგის პოლულარიზაციისთვის ყველაფერზე მიდის.  წერს თავის ინტიმურ ცხოვრებაზეც კი და თუ ვინმე იტყვის : –ვის რაში აინტერსებსო, ფაქტია რომ აინტერესებთ და თან როგორ. Read the rest of this entry

როცა ვერ ამბობს…


http://data.whicdn.com/images/26810339/tumblr_m1x8rk1tVc1r26v8co1_500_large.jpg

როცა ვერ ამბობს ბაგენი მართალს,
ფურცელზე ვცდილობ ვაცეკვო ტანგო
კალამი ხშირად ამიხდის კაბას
მიძვრება სულში ურცხვად ბოგანო.

გული მატკინეს სადღაც შიგნიდან
კალამით ვცდილობ გავიქრა დარდი
მელანი ჩუმად ხმაურობს თეთრზე
რა ქვნა რომ მე დღეს ასე ავვარდი.

და მერე რა ? ვიცი ! არც არაფერი.
ფურცელი მაინც არაფერს ამბობს.
მე ისევ დავწერ ვიცი ამ ჯერზეც
და ავამღერებ გულში იადონს.

და მე ვწერ ჩემთვის ჩუმად უსიტყვოდ
ვის რა ხელი აქვს გამკიცხოს ახლა,
პოეტი არც ვარ მაგრამ ცოტათი
მწერლის ამპლუას ვითავსებ  მართლა.

ქრისტე აღსდგა!


გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე

დღესასწაულს !

პოლიტიკიზაცია


დღეს პირველად გამიჩნდა სურვილი დამეწერა “ჩვენს პოლიტიკაზე” ,პოზიციაზე,ოპოზიციაზე და საერთოდ სიტუაციაზე საქართველოში რომ გვიდგას  ქართველებს.

ჩვენ საცოდავი ხალხი ვართ. ვინ ჩვენ? ვინ და…

აი,  შენ– ყოველი დღე  ავტობუსს,რომ  უცდი და ისიც კი გიხარია,რომ გაქვს საშუალება იმგზავრო ავტობუსით სულ რაღაც 20 თეთრად და თუ კონტროლიორს გადაურჩი ჩუმად, გულში ითვლი რამდენი თეთრი დაგრჩა სამგზავროზე.

აი,  შენ –  უნივერსიტეტს გადასახადის მიხედვით ,რომ არჩევ და სადაც “იაფია” იქ რომ აბარებ. მერე მოდის ვიღაც “ძვირ უნივერსიტეტიანი” და ნიშნის მოგებით გეუბნება : –მე იქ ვსწავლობდიო! მე  ოთხი ენა ვიციო ! და შენ ამ დროს ჩუმად ხარ ! შეიძლება შენც იცი ოთხი ენა….ოღონდ შენი შრომით, ბიბლიოთეკიდან გამოტანილი წიგნებით ნასწავლი … Read the rest of this entry

ვისწავლოთ თურქული ენა 2


ხმოვნების შეთანხმების წესი

დააკვირდით ცხრილს:

ხმოვნები:       –  წინა რიგის          |      უკანა რიგის

1. რბილი–           e,    i                       |    Ö   ,   Ü

2. მაგარი–           a,    l                       |    O ,    U

თურქულ ენაში ყველა ბოლოსართი (სუფიქსი) სიტყვას დაერთვის იმის მიხედვით, თუ რომელი რიგის ხმოვანია ბოლო ხმოვანი ამ სიტყვის ფუძეში.

სუფიქსები არსებობს 2 ტიპის:

1. ორვარიანტიანი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმები მაგარი ხმოვნებისთვის და რბილი ხმოვნებისთვის Read the rest of this entry

ვისწავლოთ თურქული ენა (1)


თურქული ენა — თურქი ხალხის ენა. მიეკუთვნება ენათა თურქულ ჯგუფს, რომელიც თავის მხრივ, სავარაუდოდ ალთაურ ენებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეზას თურქული ენების და ალთაურთან ურთიერთნათესაობის შესახებ დღეს უკვე აღარ იზიარებს ბევრი ენათმეცნიერი, ის საბოლოოდ მაინც არ უარუყვიათ ერთხმად.

იქ სადაც ვმუშაობ თურქული ენის ცოდნა აუცილებელია. სწორედ ამიტომ  იძულებული გავხდი დავიწყო ამ ენის სწავლა.
პარალელურად მინდა რასაც შევისწავლი ჩემს ბლოგზე  განვათავსო. ჩემსავით– დამწყებ ,თურქული ენის შესწავლის მსურველს რომ ცოტათი მაინც გავუადვილო საქმე.

ამ ენაზე საუბრობს 80 მილიონზე მეტი ადამიანი. თურქული ენა არის სახელმწიფო ენა თურქეთის რესპუბლიკაში და აგრეთვე, კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. მასთან ისე ახლო მდგომია აზერბაიჯანული, რომ ენათმეცნიერებაში ხშირად მას აზერბაიჯანის თურქულადაც მოიხსენიებენ.

თურქული ენა 1926 წლის შემდეგ ეფუძნება ლათინური დამწერლობის საფუძველზე შექმნილ ანბანს.

  ანბანი
Read the rest of this entry

ერთი მოქალაქის ხმა


    საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – საჯარო რეესტრი ეს არის დაწესებულება სადაც შეგიძლიათ ბიზნესისა და ქონების რეგისტრაცია მოახდინოთ მარტივად და უმოკლეს ვადებში.
მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია  და გათვლილია მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად.

თუმცა…..  
მე სულ რაღაც ორჯერ მომიწია საჯარო რეესტრთან საქმის ქონა და ორივეჯერ მომსახურე პერსონალის არაკომპეტენტურობამ ლამის გადამრია.
პირველად   ქუთაისში მოგვიწია საჯარო რეესტრთან ურთიერთობა–  ბინის ამონაწერის განახლება .

ვინც არ იცით აგიხსნით ,სანამ ბინას ასხვისებ საჭიროა განაახლო  ამონაწერი ,სადაც მითითებული იქნება დატვირთულია თუ არა ქონება იპოთეკით ან ადევს თუ არა ყადაღა. ეს პატარა ფურცელი 50 ლარი ღირს და ამ თანხას მომსახურეობის 1 ლარი ემატება.   პასუხი ამონაწერის შესახებ იმ ნომერზე მოგდის,რომელსაც განაცხადის გაკეთების დროს უთითებ. Read the rest of this entry

Hair style– ტუტორიალი


გაზაფხული ის დროა როდესაც გოგონები ყველაზე მეტად ვაკვირდებით ჩვენს გარეგნობას : ფიგურას – ვცდილობთ დავიკლოთ წონაში , დავდივართ სოლარიუმში ან ვეფიცხებით მზეს , ვიკეთებთ სხვადასხვა “პრიჩოსკებს”.
ამ პოსტში მინდა განვიხილო ის ახალი ტენდენციები,რომლებიც თმას და მის სტილს უკავშირდება.

This slideshow requires JavaScript.


ეხლა განვიხილოთ როგორ გავაკეთოთ სხვადასხვა  ვარცხნილობები:

როგორ უნდა გავაკეთოთ “ბანტი ” (How To Style a Hair Bow ) !

თუ გსურთ ვარცხნილობა გქონდეთ ისეთი როგორიც ფოტოზეა გამოსახული მაშინ განაგრძეთ კითხვა:

1. უნდა მოიჭიროთ ზემოთ კუდი მრგავალად .ისე როგორც ფოტოზეა
ნაჩვენები. ეს მრგვალი ნაწილი იმისთვი სგჭირდებათ,რომ ბანტის შიდა ნაწილის ფორმად გამოიყენოთ.
2. შემდეგ რეზინის მეშვეობით  ,რომლითაც თმის ნაწილი უკვე მრგვალად დაამაგრეთ და დაგრჩათ თმის გაგრძელება რეზინის გარედ ისე შეაცურეთ რეზინის შიდა მხარეს– მრგვალი ნაწილი უკან,რომ ბანტის შესახედაობა მიიღოს თმის ნაწილმა რომელიც რეზინის მეშვეობით დამაგრდება . Read the rest of this entry

ჯინსების თაობა


გეგა კობახიძე

    ”ჯინსების თაობა” მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც
უამრავი სიცოცხლით სავსე ქართველი შეეწირა… წიგნის შინაარსი ასეთია:
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.

    წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით
 
მიუხედავად ყველაფრისა,საქართველოში მაინც სჯეროდათ რომ თვითმფრინავის გამტაცებლებს არ დახვრეტდნენ.ზოგიერთებს იმდენად სურდათ,რომ ეს არ მომხდარიყო,თვითონვე იგონებდნენ სხვადასხვა ვერსიას და მათ შორის ყველაზე გავრცელებული ციმბირის ვერსია იყო.ამბობდნენ, Read the rest of this entry

სიზმრიდან რეალობამდე


წიგნის კარადიდან ფერად ყდიანი სახემლძღვანელოები სათითაოდ ვარდება . ბროლის “ლუსტრა”  იქეთ– აქეთ ეხეთქება თითქოს გაქცევა სურდეს. გრძელი,ახალი სტილის  “სტენკა” ,რომელიც ზალაში გვედგა  , მოწყდა კედელს და პირდაპირ ჩემი მიმართულებით გადმოიზნიქა.
“გამჭეჭყავს ,ღმერთო!” –გამეფიქრა და ვიგრძენი,რომ ვიღაცის ძლიერმა ხელმა დამიხსნა . – მამა ! შენ ხარ?
მის მხარს ავეკარი და  გასასვლელისკენ დავიძარით. მიწისძვრა უფრო და უფრო გაძლიერდა. ალბათ ცხრა ბალს მიაღწია კიდეც. “ხრუშოვკის” პროექტის ბინისთვის დამანგრეველი  იქნებოდა და ვიცოდი  თუ ვერ მოვასწრებდით   გასვლას  მიწა ჩაგვყლაპავდა და მხოლოდ ჩვენს უსულო სხეულს თუ ამოათრევდნენ ბეტონების ნანგრევებიდან  .  გამოსავალი ერთი ჩანდა უნდა გამოვსულიყავით საღ–სალამათი . სირბილი მიჭირდა და ყელი მქონდა გამშრალი.  დედაჩემს და ჩემს დას ვეძებდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი მათ სახელს. ვუძახდი,რომ გამოსულიყვნენ ჩქარა. მაგრამ გამგონი არ ჩანდა.
სახლი მიწამ შთანთქა. ჩვენ ეზოში ვიდექით და საზიზღარი გრძნობით განსჭვალულები ცრემლებად ვიღვრებოდით. მამაჩემმა ხელი ჩამკიდა და თბილისის ქუჩებში მომატარა. Read the rest of this entry

ნაცნობყოფილი


მას სურდა ყოფილიყო გამორჩეული.
შეძლებოდა სურვილების დამორჩილება,მართვა,თავის სასარგებლოდ ემოციების გადაბირება.
სურდა არ ყოფილიყო ვიღაცის მომავალი,არც წარსული,არც აწმყო…
სურდა ყოფილიყო მხოლოდ საკუთარი თავის ,საკუთარი შეგრძნებების “მეფე”.
რადგან მიაჩნდა,რომ სისუსტე და სხვაზე დამოკიდებულება იყო მიზეზი ასე ერთნაირი და უინტერესო  რომ  ეჩვენებოდა საზოგადოების ინდივიდები…არადა იმდენად ისწრაფვოდა განშორებოდა ხალხის ბრბოს..ვერ დაუშვებდა დამსგავსებოდა იმ ბიჭსა თუ გოგოს გულის სიღრმეში რომ დასცინოდა სულ . Read the rest of this entry

FB ნაცნობობა


http://data.whicdn.com/images/24955549/tumblr_m0zc8zfeYq1r1697to1_400_large.jpg მგონი ერთადერთი გოგო ვარ ვისაც თოვლი,ქარი და სეტყვა უყვარს. სიცივისგან როდესაც იძმარება ჩემი სხეული სწორედ ამ დროს ვიჭერ ყველაზე მეტ სიამოვნებას. მომწონს ყველაფერი რაც არ არის მოსაწონი,შედეგად არც ისე ბევრი მეგობარი მყავს. ჩემთან გაძლება ბევრს საკუთარი ნერვების ფასად უჯდება და   ჩემგან წასული მორიგი მავანი ფსიქიატრთა გრძელ რიგში იკავებს რიგს .
მიყვარს ზამთარი. აი ისეთი თოვლიანი ზამთარი ყინვას,რომ ვერ უძლებ და ცხვირს სამომსში რომ მალავ. ამ დროს ადამიანი ყველაზე მეტად გულწრფელი მეჩვენება.სიცივის გრძნობა მედიდურობას სითბოსთან ერთად ართმევს და ასე ტოვებს გაწითლებული ცხვირით შუა ქუჩაში. Read the rest of this entry

ზღაპარ იყო….


http://s3-ec.buzzfed.com/static/imagebuzz/terminal01/2009/6/14/14/fallen-princesses-21158-1245005880-5.jpg თუ საღამოობით კითხულობ შინაარსით მარტივ ,გასართობ წიგნს,რომლის გმირი ვარდის კოკორში იბადება, ჯადოსნური ჯოხით დარბის,დევებს ებრძვის, ნაცრის ქექვით ირთობს თავს ან უღრან ტყეში წითელი ქუდით მიიპრანჭება ე.ი. შენ ხარ ბავშვი ან უკვე ზრდასრული ადამიანი, რომელიც მისტირის ბავშვობას .
პატარა ,რომ ვიყავი კითხვა იმდენად მიყვარდა დედაჩემს ჩანთით წყლის ბოთლთან ერთად  წიგნები  დაჰქონდა.  მახსოვს სანამ კითხვას ვისწავლიდი ბებიაჩემი როგორ მტანჯავდა ხოლმე. რუსულ ზღაპარს ირჩევდა და ცდილობდა  ჯერ რუსულად წაეკითხა და შემდეგ გადაეთარგმნა ჩემთვის  : Read the rest of this entry

David Guetta – Titanium ft. Sia


Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 142 other followers